კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-11-19 21:30:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების განვითარების დეპარტამენტისა (MCM) და კავკასიის, ცენტრალურ აზიისა და მონღოლეთის პროფესიული განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„ვიდეოკონფერენციის მთავარი თემა განვითარებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში COVID-19-ის საპასუხო მონეტარული და საფინანსო პოლიტიკა იყო და დისკუსიის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე იმსჯელეს. საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ცენტრალური ბანკის საპასუხო ღონისძიებების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა. კობა გვენეტაძემ მონაწილეებს ის კონკრეტული ნაბიჯები გააცნო, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგა. კერძოდ: ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება.


პრეზიდენტმა ასევე ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ სვოპ ოპერაციების შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანია საბანკო სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველყოფა და სისტემაში ლიკვიდობის რისკის შემცირება, რათა ლიკვიდობის რისკი ეკონომიკის დაკრედიტების შემაფერხებელი ფაქტორი არ გახდეს. საუბარი შეეხო 2020 წლის ივნისიდან ეროვნული ბანკის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტის ამოქმედებასაც, რომელიც როგორც კომერციული ბანკებისთვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი.



ვიდეოკონფერენციის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ საზედამხედველო ღონისძიებებსაც, რომელიც კომერციული ბანკების მიმართ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქებას გულისხმობს. ეს საბანკო სექტორს მნიშვნელოვანი მოცულობის კაპიტალს უთავისუფლებს და რესურსების პოტენციური ზარალების განეიტრალების ან ეკონომიკის დაკრედიტების შესაძლებლობას აძლევს.


გამოსვლის დასასრულს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას COVID-19-ის პანდემიის პირობებში.


დისკუსიას მოდერირებას უწევდნენ სსფ-ის პროფესიული განვითარების ინსტიტუტის (ICD) დირექტორის ასისტენტი და განყოფილების უფროსი, ნორბერტ ფუნკე და სსფ-ის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების განვითარების დეპარტამენტის, მონეტარული და მაკროპრუნციული პოლიტიკის განყოფილების უფროსი, გასტონ გელოსი“  – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up