კობა გვენეტაძემ EFSE-ის და GGF-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ EFSE-ის და GGF-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-10-22 17:50:28

22 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ (EFSE) და ფონდი "მწვანე ზრდისთვის“ (GGF) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში - მედლის ორი მხარე: სავალუტო დებატები.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძესა და პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) აღმასრულებელ დირექტორს ალექსი ალექსიშვილს შორის. სესიის მოდერატორი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლის უფროსი მკვლევარი და ეკონომიკის ექსპერტი დანაე კირიაკოპულუ იყო.

 

დებატების დროს კობა გვენეტაძემ ისაუბრა დედოლარიზაციის მნიშვნელობაზე და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების წარმატებულ შედეგებზე. მისი თქმით, დოლარიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

 

"დედოლარიზაციის ღონისძიებების მიზანია გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რაშიც  კერძო სექტორს წამყვანი როლი აქვს და რისთვისაც საჭიროა ისეთი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც კერძო სექტორს უფრო მეტად ეფექტიანს გახდის. სწორედ ამის გამო, ფასების სტაბილურობა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის მანდატია და დედოლარიზაცია ორივე ამოცანის შესრულებისთვის მნიშვნელოვანია. სტაბილური მაკროფინანსური გარემო, რომელიც უპირობოდ გულისხმობს უფრო დაბალ დოლარიზაციას, კერძო სექტორს ეხმარება, რომ ძალისხმევა მისი მთავარი ფუნქციისკენ - ეკონომიკური ზრდისკენ მიმართოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და EFSE-ის შორის თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყო. ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს. ერთობლივად სხვადასხვა პროექტები განხორციელდა, ძირითადად, ადგილობრივი მეურნეობებისა და საწარმოების თანამშრომლების ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიზნით.






წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO
access_time2022-11-29 23:55:13
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და „კოვიდის“ გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით. საანგარიშო პერიოდში რეგიონში...

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
access_time2022-11-29 21:55:59
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილიპროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში....

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
access_time2022-11-29 20:55:28
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და...

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია
access_time2022-11-29 21:30:15
ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ, -ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახგანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, გლობალურმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი იქონია, მაგრამ საქართველო ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ბევრი...

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა
access_time2022-11-29 20:30:44
კომპანია Starlink-მა ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა უკრაინის მაცხოვრებლებს. კომპანიამ აბონენტებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა დაიწყო. 29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან გაიზრდება 75 დოლარამდე. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება. ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20...


მსგავსი სიახლეები

up