კობა გვენეტაძე ხვალ სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას

კობა გვენეტაძე ხვალ სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას

access_time2020-04-27 12:11:42

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 28 აპრილს ონლაინ პრეზენტაციაში – „სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია” მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური გაუძღვება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდება იმ ეკონომიკურ ზიანზე, რაც „კოვიდ 19-სა“ და ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი კლების შედეგად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მიადგათ. ასევე, საუბარი შეეხება მიმდინარე საკვანძო პრობლემებსა და ახალ გამოწვევებზე მსჯელობას, ამ მიმართულებით გრძელვადიან ცვლილებებს, რისკებსა და არსებულ შესაძლებლობებს.

„აღსანიშნავია, რომ სსფ მუშაობს სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რათა რეგიონის ქვეყნების სწრაფი დახმარება უზრუნველყოს. პრიორიტეტი ენიჭება პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებას, რაც გულისხმობს სამედიცინო სექტორისთვის დანახარჯების ზრდას, სამოგზაურო და სატრანსპორტო შეზღუდვებს, ფიზიკური დისტანცირების ზომებს და, სადაც შესაძლებელია, ფისკალურ დახმარებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან უმუშევრები, მცირე და საშუალო ბიზნესები.


2020 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გადაიხედა და რეგიონის მასშტაბით დადებითი მაჩვენებლიდან ნულთან ახლოს ან უარყოფით მაჩვენებლამდე შემცირდა. ორივე ამ შოკის ხანგრძლივობის, სიღრმის და უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაურკვევლობა არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაო ადგილებს, ფისკალურ და სავალუტო ბუფერებს, ვალის მდგრადობას, საფინანსო ინსტიტუტების სიჯანსაღეს, ბიზნეს გარემოს რეფორმების გაგრძელებას, რეგიონული ინტეგრაციასა და დივერსიფიკაციას“, – აღნიშნული ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.



დისკუსიაში კობა გვენეტაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყაზახეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, კაირატ კელიმბეტოვი.


ონლაინ პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება, მიწვეული არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ეროვნული ბანკის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ეკონომიკური კვლევითი ცენტრების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელები.


ფორმატიდან გამომდინარე, ღონისძიების ორგანიზატორები დაინტერესებულ მხარეებს აძლევენ შესაძლებლობას, კითხვები დაუსვან ჯიჰად აზურს, კობა გვენეტაძეს და კაირატ კელიმბეტოვს, ამისთვის მათ შეუძლიათ კითხვები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, 27 აპრილის 22:00 საათამდე (თბილისის დროით), გაგზავნონ შემდეგ მისამართზე – relnagar@imf.org; mhorton@imf.org


სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე – ასევე, გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ფეისბუქის გვერდზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up