კობა გვენეტაძე - ვფიქრობთ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ

კობა გვენეტაძე - ვფიქრობთ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ

access_time2020-04-29 13:50:00

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად საკმაოდ დიდი ბუფერები არსებობს და საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.



როგორც მან „ფეისბუქ" პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ 2008 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა საკმაოდ ბევრი თანხმა გამოყვეს ბანკების გადასარჩენად, წელს ეს არ იქნება. პირიქით, გვენეტაძის თქმით, საბანკო და ფინანსური სისტემა იქნება ერთ-ერთი საფუძველი, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ქვეყანა ამ სიტუაციიდან.



მისივე თქმით, პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.




„არანაირი პრობლემა არც ერთ ბანკში არ არსებობს, მათი სტაბილურობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში თუ მოხდა შერწყმა, თუმცა არ ვადასტურებ, რომ რაიმე შერწყმა იქნება, თუ რაიმე მოხდა, ეს არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიიდან მომდინარე ეკონომიკური პრობლემების ან იმის გამო, რომ ბანკს რაიმე ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენ გასული წლების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი საზედამხედველო ზომა გავატარეთ იმისთვის, რომ საბანკო სისტემის სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა და გაგვემტკიცებინა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკას ციკლურობა ახასიათებს, არის პერიოდი როცა არის აღმავალი ციკლი, არის პერიოდი როცა არის დაღმავალი ციკლი და გარკვეულწილად, ამის სარკისებური ასახვა ბანკებშიც მიმდინარეობს ხოლმე. თუ გადავხედავთ უახლოეს ისტორიას, ბოლო პერიოდი როცა საქართველოს ბანკებისთვის წამგებიანი და ზარალიანი იყო, ეს არის 2008-2009 წლები და მოგეხსენებათ ამის მიზეზი რა იყო. ამის შემდეგ სექტორი საკმაოდ მაღალი მომგებიანობით ხასიათდებოდა," - განაცხადა გვენეტაძემ.



მისივე თქმით, მომგებიანი წლების დროს საკმარისი ბუფერების დაგროვება სწორედ რთული პერიოდისას ზარალის შთანთქმისთვის ხდება.



„ზუსტად ეს არის ის, რაც ბანკებს და საბანკო სექტორს ამზადებს იმისთვის, რომ ეს პერიოდი ნაკლები დანაკარგებით გადაიაროს. ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში ეტაპობრივად გამკაცრდა საზედამხედველო მოთხოვნები და დღევანდელ გამოწვევას საბანკო სექტორი კარგად მომზადებული პასუხობს. საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგება 386 მილიონი ლარი იყო და წმინდა მოგება ნეგატიურია და - 747 მილიონ ლარს შეადგენს, რაც აქტივების მხოლოდ 1.5 % -ია. ეს ძირითადად არის კოვიდ 19- დან გამოწვეული ნეგატიური მოლოდინების რეზერვების შექმნით. საბანკო სექტორმა მარტის მდგომარეობით 1.2 მილიარდი ლარის სესხის შესაძლო დანაკარგის რეზერვები შექმნა. ეს არის პოტენციური და არა რეალიზებული დანაკარგი. საშუალოდ თუ შევხედავთ, მოგება ბოლო წლების განმავლობაში 900 მილიონი ლარი იყო, ყოველწლიური. ვფიქრობთ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ," - განაცხადა გვენეტაძემ.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up