კობა გვენეტაძე თიბისის საქმეზე: დიახ, ფულის გათეთრების კანონმდებლობაც დაირღვა

კობა გვენეტაძე თიბისის საქმეზე: დიახ, ფულის გათეთრების კანონმდებლობაც დაირღვა

access_time2019-06-10 15:00:43

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თიბისი ბანკის საქმეზე ისაუბრა, რომელიც 2007–2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება. ამ ტრანზაქციის გამო, სებ–მა თიბისი ბანკი დააჯარიმა, პროკურატურაში კი ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მიმდინარეობს.


დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გვენეტაძეს ჰკითხა, როგორ აფასებს ამ საქმეს და ხედავს თუ არა ფულის გათეთრების ნიშნებს.


მინდა გავიმეორო ამასთან დაკავშირბეით, რომ ის საკითხი, რომელიც შევისწალეთ, ეს იყო ინტერესთა კონფლიქტის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხი – საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც „თიბისი ბანკს“ არ აქვს ეროვნულ ბანკთან არანაირი დავა. ყველანაირი დავა თიბისი ბანკის მხრიდან ამ საკითხზე შეწყვეტილია.


ამავე დროს, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ფულის გათეთრების ინსპექტირებასთან დაკავშირებითაც მუშაობს ეროვნული ბანკი და ასეც უნდა იყოს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სებ–ის ფუნქცია ამ შემთხვევაში შემოიფარგლება ფულის გათეთრების აღკვეთი ღონისძიებების ხელშეწყობის კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ უნდა შევამოწმოთ და დავაიდენტიფიციროთ, რამდენად ხდება კანონმდებლობის დაცვა ჩვენი ზედამხედველობის სუბიქტების მიერ, მაგრამ ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი, ანუ მას არ აქვს მანდატი და ექსპერტიზა იმისათვის, რომ გადაწყვიტოს და განსაზღვროს, გათეთრდა თუ არა ფული. ეს სხვა ორგანოების (კომპეტენციაა)“, – განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ დიახ, ფულის გათეთრების კანონმდებლობაც დაირღვა, მაგრამ შესაძლებელია, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს და პირიქით.



ამიტომ ჩვენი ფუნქცია ამ შემთხვევაში იყო, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეგვემოწმებინა, – აღნიშნა გვენეტაძემ.


ამ პასუხის შემდეგ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სებ–ის პრეზიდენტს დამატებითი კითხვით მიმართა, როგორ შეიძლება, რომ ფულის გათეთრების კანონი დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს, ან პირიქით.


ფულის გათეთრების დეტერმინაციის პროცესი საკმაოდ რთულია, არ არის ადვილი, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება არ იყოს ფულის გათეთრება. ფული გათეთრდა თუ არა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, – განაცხადა სებ–ის პრეზიდენტმა დასმული კითხვის საპასუხოდ.




BMG





3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...

„მთავრობა წინა საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე დაეხმარა იმ ბიზნესს, რომელიც მისი დამფინანსებელია“- გიორგი კეპულაძე

„მთავრობა წინა საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე დაეხმარა იმ ბიზნესს, რომელიც მისი დამფინანსებელია“- გიორგი კეპულაძე
access_time2020-12-03 17:30:54
რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ადვოკატის საათში“  "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მთავრობაც აღიარებს, რომ ეს შეზღუდვები ეკონომიკურ ზრდაზე დამატებით უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ეს დამატებით 1% -იანი ვარდნა იქნება.   „შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის 5%-იანი ვარდნა წელს ისედაც მოსალოდნელი იყო . სავალუტო პროგნოზის  მიმდინარე მონაცემებით პრინციპში ჩანს, რომ 5% -იანი...

„მოვითხოვთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით მოგვეცეს, ამ პერიოდში ზარალი მილიარდ ლარამდე იქნება“ - რითეილის სექტორის მოთხოვნები მთავრობას

„მოვითხოვთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით მოგვეცეს, ამ პერიოდში ზარალი მილიარდ ლარამდე იქნება“ - რითეილის სექტორის მოთხოვნები მთავრობას
access_time2020-12-03 15:15:16
საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და დიდი სავაჭრო ცენტრები  სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, გლდანი მოლი, ქარვასლა, რითეილ გრუპ ჯორჯია, ICR Holding, LC Waikiki GE, თრეიდლაინ -დრესაპ, ჯითექსი მთავრობას განცხადებით მიმართავენ. "კომერსანტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „კომერციული უძრავი ქონების და რითეილის (საცალო ვაჭრობის) სექტორი საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელს, ბიზნეს აქტივობის გენერატორს და ბიუჯეტის...

ბაირახტარი – მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა

ბაირახტარი – მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა
access_time2020-12-03 16:30:51
“მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს.   “თუ გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია, რადგან ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ. ეს არჩევანი მთავრობამ გააკეთა მაღალშემოსავლიანი ფენების სასარგებლოდ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი შიმშილისთვის გაიწირა. ვინც დღეს ლოკდაუნს ამართლებს, ან ვერ...


მსგავსი სიახლეები

up