კობა გვენეტაძე - სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელება ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია

კობა გვენეტაძე - სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელება ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია

access_time2019-11-04 23:20:43

„მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პროგრამის კიდევ ერთი - მეხუთე - მიმოხილვა წარმატებით დასრულდა და პროგრამა კიდევ ერთი წლით გაგრძელდა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სსფ-ის შემფასებელი მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.



კობა გვენეტაძის შეფასებით, „პროგრამის ერთი წლით გაგრძელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, საგარეო შოკის ფონზე ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ არასტაბილურ სიტუაციას და ე.წ. „სავაჭრო ომების“ მზარდ გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე.



ინფორმაციისათვის, პროგრამის გაგრძელება ნიშნავს დამატებით ორი მიმოხილვის ჩატარებას, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მისაღებ თანხას, ის არ გაიზრდება და უცვლელი დარჩება, რაც ორგანიზაციაში ქვეყნის ქვოტის 100 პროცენტს, ანუ, დაახლოებით 290 მილიონ აშშ დოლარს უდრის. ამ ეტაპისათვის დაახლოებით 208 მილიონი აშშ დოლარია მიღებული, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიმდინარე დადებით მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულებაზე.



„აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა. სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმების დამსახურებით, ეკონომიკამ შეძლო ბოლო პერიოდის უარყოფითი შოკი მინიმალური დანაკარგით გადაელახა. კერძოდ, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის ფონზე, ტურიზმის სექტორიდან შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, საგარეო მოთხოვნა ძლიერი რჩება. ეკონომიკური აქტივობა სტაბილურად იზრდება, რაშიც საგარეო სექტორს მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეაქვს; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლის პირველ ნახევარში ისტორიულად დაბალი იყო და მოსალოდნელია, რომ მთლიანად წლის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თავის მხრივ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება მომავალში საქართველოს ეკონომიკაზე საგარეო შოკების გადმოცემის სიძლიერეს შეამცირებს, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.




ერთობლივ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე შეაჩერა ყურადღება და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.



„ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. აღნიშნულის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას. საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. საყურადღებოა, რომ დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბაზო ინფლაცია თამბაქოს გარეშე 3.4 პროცენტია, რაც მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს არის. ეს მიუთითებს, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები ძლიერი არ არის და ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს.



გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება საგარეო შოკებთან გასამკლავებლად კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რასაც განხილვებისას საქართველოში ვიზიტად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. საქართველოსთვის ეს არის მთავარი წინაპირობა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და მიმდინარე ანგარიშის დისბალანსის შესამცირებლად, განსაკუთრებით ტურბულენტურ ვითარებებში, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



ბრიფინგზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ზედამხედველობის ჩარჩოების განვითარებასა და გაძლიერებას აგრძელებს, რაც, თავის მხრივ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ამის დასტურია ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standards and Poor's-ის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის BB-- დან BB-მდე გაზრდა.



„აღსანიშნავია, რომ გრძელდება მუშაობა ფინანსური სექტორის სტაბილურობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით. გაუმჯობესებულია ფინანსური სექტორის სტაბილურობის ჩარჩო, ზედამხედველობა და რეგულირება. ეს ყველაფერი კი აძლიერებს საბანკო სექტორის უნარს და, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის უნარს, უკეთ გაუმკლავდეს შოკებს. გაუმჯობესებული ეკონომიკის მდგრადობის ფონზე, როგორც საგარეო, ასევე შიდა მერყეობების მიმართ, ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამა ასევე წარმატებით გაგრძელდება, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ვერა მერსედეს მარტინმა სსფ-ის შემფასებელი მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.








როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up