კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზარზე კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიზეზებს განმარტავს

კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზარზე კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიზეზებს განმარტავს

access_time2020-06-12 16:15:46

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზარზე კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიზეზებს განმარტავს.გვენეტაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


„ვალუტის კურსი, ანუ ერთი ვალუტის მეორე ვალუტით გამოსახული ფასი, სავალუტო ბაზარზე ყალიბდება, სადაც ვალუტას ზოგი ყიდის, ზოგიც კი, ყიდულობს. არსებობს მოსაზრება, რომ ვალუტის კურსის ფორმირება ბანკების მიერ ხდება, რადგანაც სწორედ ისინი ყიდიან და ყიდულობენ ვალუტას, თუმცა, ეს ბოლომდე ასე არ არის. ბანკები ვალუტას თავისი საჭიროებისთვისაც (ვალდებულებების გასტუმრება, სესხების გაცემა, სხვა საოპერაციო საჭიროებები) ყიდულობენ/ყიდიან, მაგრამ ამას, უმეტესწილად, კლიენტების დავალებით აკეთებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტაზე მოთხოვნა/მიწოდება ბაზრის მონაწილეთა მიერ იქმნება. ბაზრის მონაწილეები კი ათასობით კომპანია და ფიზიკური პირები – ჩვეულებრივი მოქალაქეებიც – არიან.


ბუნებრივია, რომ მონაწილეთა სიმრავლის გათვალისწინებით, შეუძლებელია, დროის კონკრეტულ მომენტში ბაზარზე ყიდვის და გაყიდვის მსურველთა ჯამური თანხები ყოველთვის ერთმანეთს დაემთხვეს და ვალუტის მიწოდებამ მოთხოვნა ყოველთვის დააბალანსოს. რეალურ ცხოვრებაში ჭარბობს ხან ვალუტის მიწოდება, ხანაც – მოთხოვნა, და სწორედ ეს დისბალანსი იწვევს კურსის ცვლილებას ისე, რომ ახალ კურსზე მოთხოვნა/მიწოდება კვლავ ერთმანეთს გაუტოლდეს.



კურსის კორექტირების ზემოაღნიშნული პროცესი მყისიერი არაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კურსი ერთი ნიშნულიდან მეორე ნიშნულისკენ წრფივად არასოდეს მოძრაობს. თავისუფალი ბაზრის პირობებში, გაუფასურების ეპიზოდში კურსი ჯერ ზედმეტად უფასურდება, შემდეგ ზედმეტად მყარდება და ა.შ., სანამ ახალ ნიშნულს არ მიაღწევს. კურსის ასეთ ტრაექტორიას თავისუფალი ბაზრის ქცევა განაპირობებს შემდეგნაირად:


დავუშვათ, ვალუტაზე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ამ დროს კურსი გაუფასურებას იწყებს. ის, ვისაც ამ დროს ლარი სჭირდება, ვალუტის გაყიდვისაგან თავს იკავებს, რადგანაც უკეთეს ფასს ელოდება და, შედეგად, ვალუტის მიწოდება მცირდება. ის კი, ვისაც ვალუტა საყიდელი აქვს, ცდილობს ვალუტა რაც შეიძლება სწრაფად იყიდოს, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტის გადახდა არ მოუწიოს და, შედეგად, ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. როგორც ხედავთ, კურსის კორექტირების საწყის ეტაპზე, დისბალანსი მოთხოვნას და მიწოდებას შორის შემცირების ნაცვლად იზრდება, რაც კურსს კიდევ უფრო აუფასურებს, და ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ, რაღაც მომენტში, მიწოდების მხარე ჩათვლის, რომ ლარი მეტად აღარ გაუფასურდება. ამ დროს ის, ვისაც ლარი სჭირდება, ვალუტის გაყიდვას იწყებს, ანუ ვალუტის მიწოდება იზრდება. შედეგად, ლარი გამყარებას იწყებს და ვითარებაც საპირისპიროდ იცვლება. ამავე დროს ის, ვისაც ვალუტა აქვს საყიდელი, თავს იკავებს და ელოდება იმ მომენტს, როდესაც ლარი კიდევ უფრო გამყარდება, ანუ მოთხოვნა მცირდება. მიწოდების ზრდა და მოთხოვნის კლება ლარის კიდევ უფრო გამყარებას იწვევს. რაღაც მომენტში უკვე მოთხოვნის მხარე ჩათვლის, რომ ლარი ზედმეტად გაძვირდა, ვალუტის გაყიდვას შეწყვეტს და ამ მომენტში გამყარება ჩერდება. ეს პროცესი, მართალია კლებადი ამპლიტუდით, მაგრამ ახალი წონასწორული კურსის მიღწევამდე, შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. თანდართულ დიაგრამებში სწორედ ეს პროცესია ასახული, როგორც გაუფასურების, ისე გამყარების შემთხვევაში“, – წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.


ამასთან, მისივე თქმით, აღწერილი პროცესი ბუნებრივი მექანიზმია, რომელიც ბაზარზე წონასწორობას აღადგენს და მოქმედებს ყველგან, სადაც თავისუფალი ბაზარი და მცურავი კურსია.


„ეს პროცესი მუდმივად ხდება და მას ის თავისებურება ახასიათებს, რომ რაც უფრო განვითარებულია ბაზარი და მრავალია მონაწილე, მით უფრო იზრდება ამ პროცესის სიხშირე, თუმცა, მცირდება ამპლიტუდა. უფრო ნაკლებად განვითარებულ და მეჩხერ ბაზარს კი, უფრო იშვიათი, მაგრამ უფრო მაღალი ამპლიტუდით მერყევი კურსი ახასიათებს“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up