კობა გვენეტაძე – „საპროცენტო განაკვეთების მყისიერად შემცირება ევროპული საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია“

კობა გვენეტაძე – „საპროცენტო განაკვეთების მყისიერად შემცირება ევროპული საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია“

access_time2020-10-16 20:00:00

„Global Finance - ის მიერ მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ მესამედ დასახელება კიდევ ერთი დასტურია, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც სწორ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.


„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებს ცენტრალური ბანკი შოკზე, ვინაიდან, სწორედ ეს რეაგირება განსაზღვრავს გრძელვადიანი ეკონომიკური პროცესების განვითარებას და ფინანსურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ზრდის ხელშეწყობასა და ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ამ მიზნის მიღწევაში სწორედ მცურავი გაცვლითი კურსი აძლევს საშუალებას ქვეყანას შეარბილოს საგარეო შოკიდან მომდინარე ეკონომიკური დანაკარგები.



ახლა, რაც შეეხება უშუალოდ გაცვლით კურსს. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის დინამიკა ეკონომიკის პროდუქტიულობასა და სავაჭრო ბალანსის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ის ეკონომიკაში ერთგვარი ავტომატური სტაბილიზატორის (automatic stabilizer) ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, თუ საგარეო შოკის გამო მცირდება საექსპორტო შემოსავლები, მოქნილი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ეს ბუნებრივად აისახება სავალუტო ბაზარზე და კურსი უფასურდება, რის შედეგად იზრდება იმპორტის ფასი და, შესაბამისად, მცირდება მოთხოვნა იმპორტზე. ამავე დროს, კურსის გაუფასურება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აიაფებს საქართველოში წარმოებულ საქონელსა თუ მომსახურებას და, შესაბამისად, იზრდება საგარეო მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქციაზე. ეს უკანასკნელი არხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის. ამდენად, სავაჭრო ბალანსის აღნიშნული აუცილებელი კორექტირების ეფექტური მექანიზმი სწორედ მოქნილი გაცვლითი კურსია, ვინაიდან ის ქვეყანას საგარეო შოკიდან მომდინარე ეკონომიკური დანაკარგების შერბილების საშუალებას იძლევა.



საპირისპიროდ, თუ, მაგალითად, საგარეო შოკის დროს, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით გაცვლითი კურსის გაუფასურების შეჩერებას და აღნიშნული კორექტირების არდაშვებას შეეცდება, ფერხდება ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის აღდგენა, ვინაიდან ექსპორტი ზედმეტად ძვირი, ხოლო იმპორტი ზედმეტად გაიაფებული რჩება. ეს კი რეალური ეკონომიკის კლებას და, შესაბამისად, უმუშევრობის ზრდას იწვევს. გარდა ამისა, გაუარესებული სავაჭრო ბალანსის შენარჩუნების გამო ასევე ნარჩუნდება გაუფასურების მოლოდინი, რაც სავალუტო ბაზარზე ზეწოლას ზრდის. ამავე დროს, რადგანაც ეროვნული ბანკის შესაძლებლობა, ინტერვენციების გზით გავლენა მოახდინოს კურსის დინამიკაზე, უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობით არის შეზღუდული, რეზერვების ამოწურვის პერსპექტივა კურსზე ზეწოლას კიდევ უფრო ამძაფრებს. შოკის დროს ვალუტის გაცვლითი კურსის დაცვის საბოლოო შედეგი ეკონომიკის უფრო მეტად შემცირებაა, ვიდრე ეს კურსის კორექტირების შემთხვევაში იქნებოდა, ხოლო გაცვლითი კურსი კი საბოლოოდ მაინც, და, ამავე დროს, უფრო მაღალი მასშტაბით, გაუფასურდება.




ამდენად, როდესაც გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებიდან მომდინარეობს, არჩევანი დგება ინტერვენციების გამოყენებით კურსის მოკლევადიან სტაბილურობასა - რასაც გრძელვადიანად მაღალ გაუფასურება მოყვება - და საშუალოვადიან პერიოდში უკეთეს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას შორის. სხვანაირად რომ ვთქვათ, გაცვლითი კურსის მოქნილობა გრძელვადიან სარგებელს იძლევა, თუმცა, არაეკონომისტები და, სამწუხაროდ, ბიზნესმენთა ნაწილიც, უფრო მოკლევადიან პერიოდს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე გრძელვადიანს.



Global Finance-ს რომ თავი დავანებოთ, ეკონომისტებსა და ფინანსისტებს კარგად მოეხსენებათ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასების მთავარი კრიტერიუმები სტაბილური ეკონომიკური ზრდა და რისკების შემცირებაა, როგორიცაა, მაგალითად, დოლარიზაცია და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ის, რომ გაცვლითი კურსის მოქნილობა უარყოფითი შოკის გავლენის შერბილებას ახდენს, ინვესტორების მიერ საქართველოს ზოგადი რისკიანობის დონის აღქმითაც დასტურდება. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოების მიერ საქართველოს კრედიტუნარიანობის შეფასება 2005 წლიდან ხდება და ფაქტია, რომ ის მნიშვნელოვნად 2017-2019 წლებში გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან ნომინალურ გაცვლით კურსს გაუფასურების დინამიკისა ჰქონდა. ასევე, იყო პერიოდი (2010-2014), როდესაც კურსი მყარდებოდა, თუმცა ეს საერთაშორისო რეიტინგზე დადებითად არ ასახულა. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრედიტუნარიანობის შეფასება უფრო გრძელვადიანი ეკონომიკური და ინსტიტუციური ფაქტორების გაუმჯობესებას ეფუძნება. რამდენადაც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გრძელვადიან პერიოდში შოკებზე ეკონომიკის უფრო ნაკლებად ხარჯიან რეაგირებას უზრუნველყოფს, არ არის გასაკვირი, რომ კურსის ზოგადი მოქნილობა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზეც დადებითად აისახება. ზემოხსენებული კარგად ჩანს თანდართულ გრაფიკზე, სადაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ - და არაეკონომისტებისთვის გასაოცრად - საქართველოს კრედიტუნარიანობის შეფასება სწორედ იმ პერიოდში უმჯობესდებოდა, როდესაც ლარი უფასურდებოდა.



ამავე დროს, საინტერესოა, რომ 2004-2014 წლებში, როდესაც ლარის კურსი სტაბილური იყო, წლიური ინფლაცია საშუალოდ 5.6 პროცენტი იყო მაშინ, როდესაც 2015-2019 წლებში, როდესაც ლარი უფასურდებოდა, იგივე მაჩვნებელი უფრო ნაკლებია - 3.9 პროცენტი. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია აქციზის ერთჯერადი გაზრდით იყო გამოწვეული, მაშინ ეს მაჩვენებელი 3.4-მდე მცირდება. მოსახლეობის მსყიდველობით უნარს კი, სხვა თანაბარ პირობებში, არა ეროვნული ვალუტის კურსი, არამედ ინფლაციის დონე განაპირობებს.



ბარემ საპროცენტო განაკვეთებზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას. ამ ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში იგივე უნდა იყოს, რაც ევროპაშია და ისინი ძალიან მოკლე ვადაში უნდა შემცირდეს. საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, როგორებიცაა, რეგიონის რისკი, პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დაბალი და სტაბილური ინფლაცია და სხვა. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების მყისიერად შემცირება ევროპული საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია და უხეში და ყოვლად დაუშვებელი ჩარევის გარეშე, გამორიცხული. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთები რეგიონში ყველაზე დაბალია. ამავე დროს, გრძელვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, მათ შემცირების ტენდენცია აქვთ და ეს პროცესი გაგრძელდება. ამავე დროს, საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაზე მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთიც ახდენს გავლენას, რასაც ეროვნული ბანკი ინფლაციის პროგნოზის გათვალისწინებით განსაზღვრავს. ეს საკითხი რომ შევაჯამო, „ხმები საქართველოში საპროცენტო განაკვეთის ევროპულ საპროცენტო განაკვეთებთან სასწრაფო და უპირობო გათანაბრებასთან დაკავშირებით მეტისმეტად გაზვიადებულია““ – წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up