საფინანსო სისტემა მომზადებულია მეორე ტალღისთვისაც, თუ ასეთი რამ მოხდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართული ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს გაუმჯობესების გარკვეული ნიშნები როგორც ეკონომიკის, ასევე ფინანსური ინდიკატორების გაჯანსაღების მიზნით, რაც ძალიან კარგია. მიმდინარე მდგომარეობით, კომერციული ბანკებისა და ზოგადად, ფინანსური ინსტიტუტების ფინანსური ბუფერები კვლავ სოლიდურია. ამასთან, ეროვნული ბანკი ამ დრომდე ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, რაც რეცესიის გაღრმავების შემთხვევაში დამატებით მოქნილობას გვაძლევს საპასუხო პოლიტიკისთვის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, რომ არა სისტემაში არსებული კაპიტალის ბუფერები, ბანკები მოსახლეობისთვის პროცენტების გადავადებას და ამავე დროს დაკრედიტების გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ.
imedinews.ge