კობა გვენეტაძე - როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციაზე წნეხი მოიხსნება

კობა გვენეტაძე - როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციაზე წნეხი მოიხსნება

access_time2020-05-05 12:15:33

როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციაზე წნეხი მოიხსნება; გარკევულ პერიოდში ფასების ზრდას ფასების შემცირება მოჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვეტენაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.


გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პანდემიის ფონზე არსებული მაკროეკონომიკური გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა აპრილის თვეში ინფლაციის კვლავ გაზრდილ მაჩვენებელს, რომელიც თითქმის შვიდ პროცენტს აღწევს, რაც მიზნობრივი მაჩვენებლის ფაქტობრივად ორმაგი ოდენობაა.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებით, ინფლაციური წნეხის ზრდას, ეპიდემიის გარდა, გასული წლის ზაფხულში მიღებულმა შოკმაც შეუქმნა წინაპირობა.



„სიტუაცია კიდევ უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე კორონავირუსის გამო იქნებოდა, რადგან ჩვენ გარკვეულწილად ერთი შოკი უკვე გამოვიარეთ, რომელიც გასული ზაფხულის მოვლენებს უკავშირდებოდა. მაშინ კურსი გაუფასურდა, ფასების საერთო დონე გაიზარდა. მივიღეთ ზომები და წელი საკმაოდ კარგი [ეკონომიკური] ზრდით დასრულდა, კურსმა გამყარება დაიწყო, ინფლაციამაც ზუსტად ისე პროგნოზირებულად დაიწყო შემცირება, როგორც ვვარაუდობდით. მაგრამ ახლა უკვე მეორე, გლობალური შოკი წამოგვეწია. ეს ძალიან ცუდია და გარკვეულწილად გაგრძელდა ეს პერიოდი. მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც ვერც ერთი ეროვნული ბანკი ვერაფერს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. დღესდღეობით მიწოდების ჯაჭვების გავლენაა“, – განაცხადა გვენეტაძემ.



მისი განმარტებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის პუბლიკაცია სავსებით ნათლად ასახავს, რომ მიწოდების არხები შემცირებულია, რაც ფასების ზრდას იწვევს. შესაბამისად, როდესაც ეს ჯაჭვი აღდგება, ინფლაციაზე წნეხიც მოიხსნება.


„საქსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ინფლაციაზე და იქ იყო ასეთი განმარტება, რომ ინფლაციაზე ინფორმაცია გროვდება ექვს ქალაქში [თვის] 10-დან 20 რიცხვამდე დაახლოებით 1800 პუნქტიდან. ამჯერად კომიტეტმა მხოლოდ 600 ადგილიდან შეძლო შეგროვება, რადგან 1150 ადგილი დაკეტილი იყო. ამიტომ ეს თავისთავად გვეუბნება, რომ მიწოდების არხები შემცირებულია. ხოლო სადაც არის, იქ დამატებითი ხარჯებია გასაკეთებელი. ამიტომ დასაიმედებლად შემიძლია, გითხრათ, რომ თუ გავიხსენებთ იმ პერიოდებს, ფასების ზრდას ყოველთვის ჰქონდა თავისი მიზეზი და ყოველთვის იყო რეაგირება, რომელსაც მოჰყვებოდა შემცირება, რადგან ის ზომები, რასაც ვიღებდით, იყო ადეკვატური. ახლაც ასეთი სიტუაციაა. უბრალოდ ამ სიტუაციაში შეუძლებელია ამის დაჩქარება. მაგრამ როგორც კი ამ სიტუაციიდან, რასაც ეკონომიკის ჩაკეტვა ჰქვია, ეტაპობრივად გამოსვლა მოხდება, როგორც კი მიწოდების ჯაჭვები აღდგება და დაბრუნდება ძველი პრაქტიკა, ეს წნეხი მოიხსნება. წელს ეკონომიკის ოთხი პროცენტით შემცირებას ველოდებით. ამიტომ მოთხოვნის ფაქტორი აუცილებლად გადაწონის ამას და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფასების ზრდის შემდეგ აუცილებლად იქნება პერიოდი, როდესაც ფასები შემცირდება“, – განუცხადა კობა გვენეტაძემ „ბიზნესპარტნიორს“.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up