კობა გვენეტაძემ დოლარიზაციაში ქართულ ბანკებს გადაუსწრო, ის საკუთარი დანაზოგის 75%-ს დოლარში ინახავს -მერაბ ჯანიაშვილი

კობა გვენეტაძემ დოლარიზაციაში ქართულ ბანკებს გადაუსწრო, ის საკუთარი დანაზოგის 75%-ს დოლარში ინახავს -მერაბ ჯანიაშვილი

access_time2020-05-01 14:00:44

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში  სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძის ვრცელ პოსტს წავაწყდი, რომელიც 29 აპრილის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომას ეხებოდა. კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა. პოსტის ძირითადი პათოსი დედოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობის შეუქცევადობას შეეხებოდა. მედიამ, ანალიტიკოსმა, თუ პროცესით სხვა დაინტერესებულმა ეს პოსტი ნახა და არაერთგვაროვანი გამოხმაურებებიც საკმაოდ იყო. ახლა მათზე არ შევჩერდები.


მე დამაინტერესა ლარიზაციის მიმართ კობა გვენეტაძის პირადმა დამოკიდებულებამ. ეროვნული ვალუტის მიმართ ბანკირების პირადი რეალური დამოკიდებულება ყველაზე უკეთ ჩანს იმით, თუ რა ვალუტაში აქვთ მათ განთავსებული საკუთარი ფინანსური აქტივები. დამეთანხმებით, რომ გვენეტაძის, როგორც მიმდინარე მომენტში ქვეყნაში ნომერ პირველი ბანკირის შემთხვევა, ბუნებრივია, ყველაზე საინტერესოა. ანუ, რამდენად ენდობა ეროვნულ ვალუტას (გაგახსენებთ მის წინამორბედს საკუთარი დანაზოგი მთლიანად ლარში ქონდა).


მისი ფინანსები კი საჯაროა და განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიურის ვებგვერდზე. კობა გვენეტაძის ბოლოს შევსებული 2019 წლის 31 მაისის დეკლარაციის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საკუთარი დანაზოგის დიდი წილი აშშ დოლარში აქვს განთავსებული საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საკრედიტო კავშირის ანგარიშებზე (მოგეხსენებათ, გვენეტაძე ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში დიდხანს მუშაობდა). ჯამში, უცხოურ ვალუტაში განთავსებული მისი დანაზოგების მოცულობა ერთი წლის წინ 415 ათას აშშ დოლარზე მეტი იყო.



იმავდროულად, კობა გვენეტაძის ხელთ არსებული რესურსიდან ქართულ ბანკებში, სადეპოზიტო და მიმდინარე სალარე ანგარიშებზე, მათ შორის სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, 410 ათას ლარზე ოდნავ მეტია განთავსებული.


410 ათასი ლარი 415 ათასი აშშ დოლარის საპირწონედ. გამოდის, რომ კობა გვენეტაძე პირადი დანაზოგის 75% -ზე მეტს უცხოურ ვალუტაში ინახავს. ამ მაჩვენებლით ის ქართულ საბანკო სექტორსაც კი „უსწრებს“, რომლის დოლარიზაციის დონეც 65% -ია“-წერს ჯანიაშვილი. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up