კობა გვენეტაძე - პანდემიის ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად საერთაშორისო ორგანიზაციების სახსრები საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იქნება

კობა გვენეტაძე - პანდემიის ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად საერთაშორისო ორგანიზაციების სახსრები საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იქნება

access_time2020-03-18 13:38:32

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფინანსური პაკეტის მობილიზება მოახდინეს ახალი კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. რა თქმა უნდა, ასეთი სახსრები საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.


მან განმარტმა, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამ-წლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება.


„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოქმედი პროგრამის არსებობა, მოულოდნელი საგარეო, თუ შიდა შოკებთან გასამკლავებლად კარგ საშუალებას იძლევა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ გავაგრძელეთ გასული წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლებამ, ეკონომიკურმა გუნდმა, ძალიან წინდახედული და სასარგებლო აღმოჩნდა. დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ უპირატესობის გამოყენებას აპირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდთან უკვე დავიწყეთ დისკუსია, მოქმედი პროგრამის ფარგლებში, ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით“, – განცხადა კობა გვენეტაძემ.


მისი შეფასებით, სავალუტო ფონდისგან დახმარება, სხვა საერთაშორისო და ორმხრივი დონორებისგან ფინანსური დახმარების სწრაფად მიღების კარგ წინაპირობას ქმნის.



„მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსური დახმარება ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებისა და საგარეო შოკის ეკონომიკაზე ზეგავლენის მინიმიზაციის საშუალებას მისცემს. ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, უცხოური ვალუტის გაყიდვების ჩათვლით, სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით.


ფინანსური დახმარების ზომა, რომელიც აღმოჩნდა, რომ იქნება მნიშვნელოვანი და მატერიალური, ასევე სხვა დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი, როდესაც უფრო ნათელი სურათი შეიქმნება შოკის ზომასთან დაკავშირებით და დონორებთან მოლაპარაკებები დასრულდება. თუმცა, უკვე ჩვენ მივმართეთ დონორებს და განხილვები არის დაწყებული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ზომა მატერიალური, ფინანსური რესურსების მობილიზება ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას ქვეყანაში.


„ამავე დროს, თუ ვისაუბრებ ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან, ეს აღმოფხვრის ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გავლენასა და მისგან მომავალ გავლენას ინფლაციაზე, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე და დადებითად აისახება. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით, პროაქტიური ქმედებით, ფინანსური რესურსების მოძიების თვალსაზრისით, საქართველო რაც შესაძლებელია ნაკლები დანაკარგებით შეძლებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას და შემდეგ, როდესაც ზრდა დაუბრუნდება ძველ დინამიკას, უფრო დინამიური და უფრო მაღალი იქნება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ კობა გვენეტაძემ საზოგადოებას კომიტეტის გადაწყვეტილება გააცნო. ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად განცხადებები გააკეთეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელნა, სელიმ ჩაქერმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up