კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

access_time2019-11-22 14:58:24

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა.


გვენეტაძის თქმით, ის თანამდებობიდან გამომდინარე არ აპირებს პოლიტიკური შინაარსის ბრალდებებს უპასუხოს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის საგარეო შოკები და მოლოდინები, პროცესებზე პასუხისმგებელი კი მხოლოდ ეროვნული ბანკი არ არის. რაც შეეხება ინფლაციას, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს გადასცდა გვენეტაძე ამბობს, რომ ცენტრალური ბანკი ამ მიმართულებით მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იყენებს:


„მე უნდა ვიმუშავო, მე ვმუშაობ, ეროვნული ბანკი მუშაობს. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, სხვადასხვა მოვლენების გამო, რომელიც ცნობილია ინფლაციაზე იმოქმედა ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებამ და ინფლაცია არის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი.სიტუაციის ანალიზის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილებები. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ რაც ჩვენს ხელთ არის და ამავე დროს გვაქვს მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან“, - აცხადებს გვენეტაძე.



მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენოს.


imedinews.ge





Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up