კობა გვენეტაძე მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის პანელის თემატურ დისკუსიაში მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული

კობა გვენეტაძე მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის პანელის თემატურ დისკუსიაში მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული

access_time2020-10-28 13:54:03

მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „გლობალური პასუხი COVID-19-ს: ღია საუბარი გამოწვევებისა და მიზნების შესახებ“. მასთან ერთად, პანელის დისკუსიაში კოსტა რიკას ცენტრალური ბანკის მმართველი როდრიგო ქუბერო, კენიის ცენტრალური ბანკის მმართველი პატრიკ ნჟოროგე, მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი კარმენ რეინჰარტი, სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივი ინვესტიციების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი აბელ სიტჰოული მონაწილეობდნენ. შეხვედრას მოდერატორობას მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ხაზინის უფროსი ჯინგდონგ ჰუა უწევდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.




შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის დისკუსიის ფორმატი უზრუნველყოფს პლატფორმას ღია საუბრებისთვის, რათა რამპის წევრებმა გაცვალონ ინფორმაცია და გამოცდილება იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს COVID-19 მონეტარულ პოლიტიკაზე. ასევე, ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც სახელმწიფო სექტორის აქტივების მენეჯერები აღმოჩნდნენ.



კობა გვენეტაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აისახა COVID-19 პანდემია ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის პროცესზე, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი დისტანციურად და როგორი მოდელი შეიძლება სამომავლოდ ჩამოყალიბდეს ეროვნულ ბანკში.




„ჩვენ სრულად მომზადებული შევხვდით პანდემიას, ვინაიდან გვქონდა კონსერვატიული მიდგომა, რომელიც გათვლილი იყო რთულ სცენარებზე. რეზერვებში გვქონდა მაღალლიკვიდური და დაბალრისკიანი აქტივები, რომლებზეც მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასი სწორედ ასეთ ვითარებაში მატულობს. რეზერვების მართვის ფუნქცია და სისტემები მოკლე ვადაში გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე, და საქმიანობა შეუფერხებლად, სრული დატვირთვით განვაგრძეთ. სწორედ წინდახედული პოლიტიკის შედეგად შევძელით რეზერვების რაციონალურად გამოყენება, მაშინ როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც საპროცენტო განაკვეთები ძირითად სარეზერვო ვალუტებში უპრეცედენტოდ დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ვაგრძელებთ რეზერვების მართვის ეფექტიანობის ზრდის ახალი გზებისა და ინსტრუმენტების ძიებას“, - განცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.



რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი 2001 წლიდან დახმარებას უწევს სხავადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს და სახელმწიფო და სუვერენულ ფონდებს. პროგრამის მიზანია ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა. RAMP-ის პროგრამაში საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდანაა ჩართული.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up