კობა გვენეტაძე - მიმოხილვის დასრულება გზას უხსნის დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას

კობა გვენეტაძე - მიმოხილვის დასრულება გზას უხსნის დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას

access_time2020-11-11 22:30:10

„მოხარულნი ვართ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის კიდევ ერთი მიმოხილვის დასრულებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოსთვის დაახლოებით 112 მილიონი ამერიკული დოლარი გახდება ხელმისაწვდომი“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



დასაწყისში კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის, რადგანაც ამ ორგანიზაციის მხარდაჭერა კიდევ უფრო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ისეთ რთულ გარემოებებში, რომელიც დღეს პანდემიის ფონზე გვაქვს.



„როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკურ ტენდენციებში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა და საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, 2020 წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი. ეს რესურსი კი სწორედ პანდემიის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზიანის შესამსუბუქებლად გასატარებელი აუცილებელი სოციალური-ეკონომიკური ღონისძიებების დროულად გატარების საშუალებას იძლევა, რადგანაც მიმოხილვის დასრულება გზას უხსნის დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების დამსახურებით, საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში არაერთი რთული სიტუაცია დაძლია. თუმცა, გამოწვევები და, ამასთანავე, გაურკვევლობაც მაღალია, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად.




ჩვენ მოხარული ვართ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად მიღებული გადამწყვეტი ზომები.



„როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე, ლიკვიდობის რისკების გამოვლენასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ბაზრისთვის საჭირო ლარის ლიკვიდობის მიწოდება უზრუნველყო. არსებული შოკისა და კერძო სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი კლების ფონზე, ეროვნული ბანკი ბაზარს უცხოური ვალუტის ლიკვიდობასაც აწვდის.



შოკებთან გასამკლავებლად კვლავ აქტუალურია გაცვლითი კურსის მოქნილობა. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში - ლარის გადაჭარბებული მერყეობების შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად - ამ პერიოდში სავალუტო ინტერვენციებს აქტიურად ვიყენებთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ ფრთხილი და გარემო პირობებზე მორგებული რჩება იმისათვის, რომ ინფლაციური მოლოდინების რისკების გათვალისწინებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნება უზრუნველყოს.



„მსგავსი უპრეცედენტო შოკის პირობებში ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შესარბილებლად, ფინანსურ სექტორს განსაკუთრებული როლი ენიჭება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჯანსაღი დაკრედიტება. ამ მიმართულებით კი ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. როგორც ცნობილია, ეკონომიკის დაფინანსების მხარდასაჭერად კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერები გამოთავისუფლდა. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფინანსური სექტორის სტაბილურობის ჩარჩო, ზედამხედველობა და რეგულირება თანმიმდევრულად უმჯობესდებოდა, რამაც საბანკო სექტორს შოკებთან გამკლავების უკეთესი უნარი და ფინანსური შუამავლობის გაგრძელების საშუალება მისცა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up