კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსის პერიოდში პროგნოზი შეუძლებელია, ეროვნული ბანკი ისეთ ზომებს მიიღებს, რომელიც ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება

კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსის პერიოდში პროგნოზი შეუძლებელია, ეროვნული ბანკი ისეთ ზომებს მიიღებს, რომელიც ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება

access_time2020-12-26 00:30:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მცურავი გაცვლითი კურსის პერიოდში რამე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. თუმცა, როგორც გვენეტაძე აცხადებს, ეროვნული ბანკი მიიღებს ისეთ შესაბამის ზომებს, რაც ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება.



„მცურავი გაცვლითი კურსის პერიოდში აბსოლუტურად შეუძლებელია რამე პროგნოზის გაკეთება. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი იმ ადეკვატურ ზომებს მიიღებს, რომელიც ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. არის პერიოდები, როცა შეიძლება ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდეს, ვიდრე სხვა ვალუტები, მაგრამ საკითხს არ უნდა შევხედოთ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში. მას შემდეგ უნდა შევხედოთ, რაც გარკვეულწილად პროცესი გადაივლის. მოკლე პერიოდში შეფასება სწორი არ არის.



წლის დასაწყისიდან თურქული ლირის გაუფასურება 29 პროცენტით მოხდა, რუსული რუბლის 21 პროცენტია, ქართული ლარის 14 პროცენტი, სომხური დრამის – 9 პროცენტი. ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები და მათი გამოყენება მოხდება გარემოების შესაბამისად. იქედან გამომდინარე, რომ ეს რეზერვებიც ლიმიტირებულია და ულევი არ არის, კურისის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია და გეტყვით, რომ რეზერვების შეფასების კრიტერიუმები არსებობს. სხვადასხვა კრიტერიუმი არის, მაგრამ ყველაზე მისაღებია ის, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეს არის სპეციალური მეტრიკი და ფასდება ქვეყნის ადეკვატურობა ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებზე.




დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს არაადეკვატური რეზერვები ჰქონდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებას თუ გაიხსენებთ, ვამბობდი, რომ რეზერვები არაადეკვატური გვაქვს და საჭიროა მათი შევსება. როცა საშუალება იყო, ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვას ახორციელებდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 450 მილიონი ვიყიდეთ. შარშან პირველი წელი იყო, როცა წლის ბოლოს ეროვნული ბანკის რეზერვები ამ მაჩვენებლით, რომელიც ყველაზე მიღებული მაჩვენებელია რეზერვების გაზომვის, დაუხლოვდა რეზერვების დაშვებული ზღვრის ქვედა მაჩვენებელს. ანუ, ეს მეტრიკი არის 100 პროცენტიდან 150-მდე. ჩვენ გვქონდა 99 პროცენტი, თითქმის, 100 პროცენტი. წელს გვექნება 100-ზე ზემოთ. ანუ, ადეკვატური. იმ ფრთხილი პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, ჩემი პროგნოზით, პროცესი ისე უნდა გავიროთ, რომ ძალიან ახლოს ვიყოთ ამ მაჩვენებელთან და არ დაგვერღვეს ადეკვატურობა სარეზერვო რეზერვის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up