ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია.
“მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი საჩვენებელი ქეისია დღეს, გაჩნდა დადებითი მოლოდინები, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად გაჯანსაღდება, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი. გარდა ამისა, იმპორტიც არის შემცირებული. მაგრამ ზოგადად, ყველაზე კარგი პასუხი ამ შემთხვევაში არის ის, რომ დიდი კატაკლიზმების შემთხვევაშიც კი, ყველაზე კარგი საშუალება რომ მდგომარეობიდან სწრაფად გამოვიდეთ არის სწორი მაკროეკონომიკური რეაგირება. როდესაც არის სწორი მაკროეკონომილური რეაგირება, მაშინ უფრო სწრაფად იჭრება პრობლემები” – განაცხადა კონა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მოსაზრება, რომ ლარი მყარდება იმის გამო, რომ თითქოს ეკონომიკა ძალიან შემცირდება და მოთხოვნა შემცირდება, მცდარია.
“ეს აბსოლუტურად ალოგიკურია. შეუძლებელია ეკონომიკას ძალიან ცუდად ჰქონდეს საქმე და მოლოდინები კარგად იყოს. მთავარი პასუხი არის ამ შემთხვევაში დადებითი მოლოდინი, იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანა ძალიან კარგად გაუმკლავდა პანდემიის შოკს,” – აღნიშნა გვენეტაძემ.
„ბიზნესპარტნიორი“