კობა გვენეტაძე: ლარი საშუალოდ ზუსტად ისეა გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნების ვალუტები

კობა გვენეტაძე: ლარი საშუალოდ ზუსტად ისეა გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნების ვალუტები

access_time2020-03-26 21:59:29

COVID19-ის პანდემიით გამოწვეული გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცენდენტოა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ქრონიკას“ განუცხადა.


კობა გვენეტაძის განცხადებით, არის ვალუტები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქართულ ვალუტაზე მეტად გაუფასურდნენ.


„იმის თქმა, რომ ვალუტებს შორის შორის ქართული ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, ეს არ არის სწორი, რადგან არის ვალუტები, რომლებიც ქართულ ვალუტაზე მეტად გაუფასურდნენ. ჩვენ გავაკეთეთ შედარება განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებისა წლის დასაწყისიდან, რომლის ამიხედვითაც, ლარი საშუალოდ ზუსტად ისეა გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნების ვალუტები“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დარტყმა, რაც საქართველოს ეკონომიკამ და ამ შემთხვევაში ვალუტამ მიიღო, რამდენიმე ფაქტორიდან მომდინარეობს.


„პირველი, ეს არის ტურიზმი, რაც უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა ქართული ეკონომიკისთვის. როგორც ზრდის, ასევე უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა დღეს დახშულია და არ ხდება აქედან ვალუტის შემოსვლა. მეორე გავლენა ეს არის ნავთობის ფასის ვარდნა. ამის გამო მოსალოდნელია, რომ იმ ქვეყნებიდან, საიდანაც შემოდიოდა ვალუტა, გადმორიცხვები ნაკლები იქნება. ამავე დროს, სხვა ქვეყნებშიც შემცირდება ეკონომიკა და შესაბამისად, გადმორიცხვებიც შემცირდრდება. ყველაფერი ეს გააპირობებს უფრო გაძლიერებულ ცუდ მოლოდინებს და ზუსტად ამ მიზეზთა გამო არის, რომ ქართული ვალუტა გაუფასურდა“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


26 მარტის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4842 ლარია.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up