კობა გვენეტაძე: გაცვლითი კურსი კვლავ მცურავი იქნება

კობა გვენეტაძე: გაცვლითი კურსი კვლავ მცურავი იქნება

access_time2020-04-17 10:40:06

მონეტარულ და ფინანსურ პოლიტიკას მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ სიტუაციაში. მოგეხსებნებათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვაგროვებდით საერთაშორისო რეზერვებს, რადგანაც ჩვენი რეზერვები არ იყო ადექვატური და ამის გამო კრიტიკაც დავიმსახურეთ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ღია ეთერში“ განაცხადა.


კობა გვენეტაძის თქმით, დღევანდელი სიტუაცია უპრეცენდენტოა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ნაკადების შეჩერება ძალიან დიდია და ძალიან რთულია იმის თქმა, როდემდე გაგრძელდება ასე.


„ახლა ჩვენ გადავდივართ სხვა სტრატეგიაზე, რადგან გამოწვევა მიღებულია და ვცვლით იმ სტრატეგიას, რომლითაც ვმოქმედებდით. გაცვლითი კურსი კვლავ იქნება მცურავი. ჩვენ უფრო ხშირად გამოვჩნდებით ბაზარზე. საჭიროების მიხედვით გავყიდით აუქციონებზე სავალუტო რეზერვებს და ამავე დროს სხვა არხითაც ვაჭრობაზე გამოვჩნდებით, იმისათვის, რომ ლარის კურსის დიდი მერყეობა დავაბალანსოთ. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მაშინ როდესაც უმრავლესი ვალუტები მსოფლიოსა თუ ჩვენს რეგიონში უფასურდება, ეროვნულმა ბანკმა ეს კურსი რომ დაიცვას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა თავის კონკურენტუნარიანობას მთლიანად დაკარგავს და მისი პროდუქცია გასაღებადი დიდი ხნის განმავლობაში აღარ იქნება. აქედან გამომდინარე გარკვეული კორექცია აქაც უნდა მოხდეს, შეუძლებელია ამხელა შოკის გადატანა ისე, რომ რაღაც ცვლილება არ მოხდეს. იმიტომ, რომ ახლა ნორმალურად არ ფუნქციონირებს სავალუტო ბაზარი ჩვენ მივაწოდებთ საკმარის ლიკვიდობას როგორც დოლარში, ისე ლარში“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



მისი თქმით ერთი ნაწილია გაცვლითი კურსი, ხოლო მეორე ნაწილია ფასები, რისთვისაც მონეტარული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.


„როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა გვქონდა, საკმაოდ რთული გადასაწყვეტი იყო, რადგანაც ფაქტორები არის, რომელიც ორი მხრიდან მოქმედებენ ფასების საერთო დონეზე. ეს არის ფაქტორები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თუ ერთ მხარეს წავიდა ინფლაცია გაცილებით მაღალი იქნება, ხოლო თუ მეორე მხარეს წავიდა, მაშინ ძალიან დაბალი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა რა მაღალი ინფლაცია და არც დაბალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვუყურებთ სიტუაციას და დარწმუნებული ვართ, რომ სწორი პოლიტიკის შედეგად, ინფლაცია დაახლებით წელიწადნახევარში ნელ-ნელა შემცირდება და ჩვენ მიზნობრივ მაჩვენებელს დავუახლოვდებით“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up