კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „უიმედო სესხების“ პატიება საბანკო სექტორს პრობლემს არ შეუქმნის

კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „უიმედო სესხების“ პატიება საბანკო სექტორს პრობლემს არ შეუქმნის

access_time2016-06-14 17:00:10

უიმედო სესხების პატიებასთან დაკავშირებული კანონი საბანკო სექტორს პრობლემას სავარაუდოდ არ შეუქმნის. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აკეთებს. მისი თქმით, წინასწარ ამის ანალიზი შეუძლებელია, თუმცა არ ფიქრობს, რომ კანონი სექტორს პრობლემას შეუქმნის.

 

იგივე შეფასებას აკეთებს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია. მისი განცხადებით, თუ სესხის ამოღება არ ხდება, ის ისედაც ბალანსს გარეთ იწერება.

 

„არა მგონია დიდი გავლენა ჰქონდეს საბანკო სისტემის მდგრადობაზე. პატიებას უშუალოდ დაკრედიტებასთან კავშირი არ აქვს. კანონი ერთია, ხოლო მისი რეგულირება ცალკე სამუშაოა, რომელიც გაგრძელდება. თუ სესხის ამოღება არ ხდება, ის ისედაც იწერება ბალანსს გარეთ და შესაბამისად, მერე ხდება მასზე მუშაობა. დაარეგულირებს თუ არა კანონმდებლობა ამას უკეთესად, ვერ გეტყვით", - განაცხადა კიკორიამ.



შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" მიერ მომზადებული "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც უიმედო ვალების პატიებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.


ცვლილებების ავტორის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, წინა კანონმდებლობით, როგორც ბანკს, ასევე კლიენტს პატიების შემთხვევაში, დამატებითი გადასახადის გადახდა უწევდათ, მიღებული ცვლილებებით კი, ეს გადასახადი მოიხსნა. კანონი ეხება 2014 წლის 1 იანვრამდე არსებული მდგომარეობით ისეთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც სხვადასხვა გარემოების გამო სესხებს ვეღარ იხდიან. ამასთან, ბანკი გადაწყვეტს, ვის ეპატიოს სესხი და ვის - არა.


ონოფრიშვილის გაცხადებით, ამის შედეგად, ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისგან, ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებული შიდა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. მეორე მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტს შესაძლებლობა მიეცემა, მის მიერ ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულება ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს.



„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-27 21:30:47
 Top-10 საინტერესო ამბავი 1.„კომერციალიზაციის დონე დაბალია, იმპორტი მაღალი“ - რამდენად შედეგიანია „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წელს პროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება დაიწყო.„კომერსანტი“ დაინტერესდა შეასრულა თუ არა სოფლის მეურნეობის...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...


მსგავსი სიახლეები

up