კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

access_time2019-10-23 16:52:48

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება.


„ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს უძრავ-მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას.


ბოლო დროს ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელმაც გაზარდა ეროვნული ბანკის ფუნქციები, ესეც არაა საკმარისი, კიდევ უფრო გაიზრდება სებ-ის ფუნქციები, რადგან დღეს ფინანსურ სისტემაში ბევრი გამოწვევა არსებობს. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება აშენდეს ახალი ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს სებ-ის სამუშაო პროცესის შეუფერხებელ წარმართვას, არა 2 ან 3 წლის, არამედ მომდევნო 50 წლის განმავლობაში“, - განაცხადა გვენეტაძემ.


გვენეტაძის თქმით, მიწა ახალი სათავო ოფისისთვის, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით და კანონის სრული დაცვით შეირჩა.



„თავდაპირდველად მიწის ნაკვეთის მოძიებისთვის სებ-მა ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიას მიმართა. უწყებებიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავისუფალი მიწის ნაკვეთის არარსებობის შესახებ. პასუხის მიღების შემდეგ მოვიძიეთ სხვა ალტერნატივები. ყველა პროცედურა უმაღლესი სტანდარტებით იყო დაცული,“-აღნიშნა გვენეტაძემ.


ამასთან, გვენეტაძემ განაცხადა, რომ 2012 წელს, სებ-მა იუსტიციის სახლის შენობის იმ ნაწილის სანაცვლოდ, სადაც ახლა სათავო ოფისი მდებარეობს, 16 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა.


„არ დაგავიწყდეთ, რომ 2012 წელს, როდესაც ეროვნული ბანკი გადმოვიდა არსებულ შენობაში, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ამ შენობაში 16.4 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით 50 მლნ ლარია. ახალი ოფისის მშენებლობის ხარჯის დაფარვა დიდწილად სწორედ ამ შენობის რეალიზაციდან მიღებული თანხით მოხდება. საუბარი იმაზე, რომ როდის მოხდება ეს, როდის დაცლის ეროვნული ბანკი ამ შენობას, ეს ძალიან დიდი ხნის პერსპექტივაა, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ახალი შენობის აშენებაზე, ეს შეიძლება 3-4 ან მეტი წელი გაიჭიმოს პროცესი. ამიტომ, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი,”- განაცხადა გვენეტაძემ.


მისივე თქმით, რა ღირებულებით მოხდება სებ-ის არსებული ოფისის გაყიდვა, ჯერჯერობით შეფასებული არაა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს.





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up