კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი უფრო აქტიურია, რადგან სავალუტო ბაზარზე დიდი გაურკვევლობაა

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი უფრო აქტიურია, რადგან სავალუტო ბაზარზე დიდი გაურკვევლობაა

access_time2020-07-16 21:50:27

სავალუტო ბაზარზე ძალიან დიდი გაურკვევლობაა, რის გამოც ეროვნული ბანკი გაცილებით უფრო აქტიურია ბაზარზე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა პარლამენტში, ლარის კურსთან დაკავშირებით დეპუტატ პაატა კვიჟინაძის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას.

 

კობა გვენეტაძე პარლამენტში დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და შესაბამისად, პროგნოზირება რთულია.

 

„თუ შევხედავთ, გარკვეული პანიკის შემდეგ როგორი მოძრაობა აქვს ეროვნულ ვალუტას, დაახლოებით იგივე ტრაექტორიას იმეორებს, რასაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. ეროვნული ბანკი გაცილებით უფრო აქტიური არის ბაზარზე, რადგანაც ძალიან დიდი გაურკვევლობაა სავალუტო ბაზარზე და ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა, ასეთ უპრეცედენტო სიტუაციებში გარკვეული ნდობის ელემენტები შევიტანოთ, რათა ბაზრებმა არ იმოქმედონ გაუმართავად. მოგეხსენებათ, უფრო აქტიურია სიტუაციიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი. გარდა აუქციონებისა და ინტერვენციებისა, ვმონაწილეობთ ყოველდღიურ ბაზრობებსა და ვაჭრობებში, რომელმაც გაცილებით უფრო ნაკლებად მერყევი გახადა ლარი. ამავე დროს, გადმორიცხვები გაცილებით კარგ მაჩვენებელზეა, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ალბათ უკეთესი იქნება, ანუ გაუარესება ისეთი არ იქნება, როგორც პანდემიის დასაწყისში ვვარაუდობდით. ესეც დამატებითი დადებითი ფაქტორია ლარის კურსის სტაბილურობისა და მაშასადამე, ინფლაციისთვისაც, რასაც ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გვენეტაძემ.


 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ბაზარზე ეროვნული ბანკის აქტივობა იმის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ უწყება რეზერვებს აგროვებდა, რომელიც საერთაშორისო ინდიკატორების მიხედვით ადეკვატური არ იყო.

 

„ამავე დროს, მოზიდული რესურსები დაგვეხმარება, ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს საჭირო ჩარევა მოვახდინოთ ისე, რომ რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი არ გაუარესდეს, რაც ასევე ხელს შეუწყობს სუვერენული რეიტინგების შენარჩუნებას, მომავალში კიდევ ზრდას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

 

მისი თქმით, ეროვნული ბანკის პროგნოზით სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაცია გააგრძელებს შემცირებას და შემდეგი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.


პირველი არხი




მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას 2 დღეში წარადგენს

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას 2 დღეში წარადგენს
access_time2021-01-18 14:15:52
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა 1-ლი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის ეტაპობრივი გეგმა უნდა წარადგინონ. „დღეს საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი. პრემიერისგან არის დავალება, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ამ 2 დღის განმავლობაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა უნდა შეიმუშაონ. პრინციპში, მისი მონახაზები უკევ არსებობს. ერთბაშად არ უნდა გაიხსნას და...

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა
access_time2021-01-18 13:10:13
მიკროსაფინანსო სექტორში უპასუხისმგებლო მსესხებლის კუთვნილი ქონება 7 მლნ-მდეა შემცირებული. სექტორს პანდემიის საგაზაფხულო ტალღისას მარეგულირებლის დავალებით ნამეტი რეზერვი აქვს შექმნილი. Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე 129 მლნ-ის ბუფერი ჰქონდა და 3 კვარტლის მდგომარეობით, 1 ოქტომბრისთვის, 108 მლნ-მდეა შემცირებული. 7 მლნ-ის ½-ზე მეტი მსხვილ მოთამაშეებზე მოდის, თუმცა ზუსტი წილი ვერ გამოითვლება რადგან "რიკო კრედიტს" ანგარიშგებაში...

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
access_time2021-01-18 12:01:04
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, არაბული ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Air Arabia 23 იანვრიდან, (უკვე დამტკიცებულია განრიგი თებერვლის ჩათვლით) პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა, მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება.ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება კი 89...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...


მსგავსი სიახლეები

up