ზვიად ხორგუაშვილი: „კობა გვენეტაძე დიდი ხანია ცდილობს მთავრობის არასწორი პოლიტიკა არ შეიმჩნიოს და ლარის კურსის გაუფასურება საგარეო ფაქტორებს გადააბრალოს

ზვიად ხორგუაშვილი: „კობა გვენეტაძე დიდი ხანია ცდილობს მთავრობის არასწორი პოლიტიკა არ შეიმჩნიოს და ლარის კურსის გაუფასურება საგარეო ფაქტორებს გადააბრალოს

access_time2019-07-30 17:30:27

„კობა გვენეტაძე ძალიან დიდი ხანია ცდილობს მთავრობის არასწორი პოლიტიკა არ შეიმჩნიოს და ლარის კურსის გაუფასურება საგარეო ფაქტორებს გადააბრალოს“,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებას ლარის მასშტაბურ ვარდნასთან დაკავშირებით.


„კობა გვენეტაძის განცხადება სწორია იმ მხრივ, რომ ლარის კურსის დასტაბილურებაში ჩარევა არ შეიძლება, რადგან რეზერვები გაიფლანგება და ეროვნული ბანკის ქმედებას დროებითი ეფექტი ექნება. თუმცა, იმის თქმა, რომ გავდივართ საგარეო შოკს არის არასწორი და მთავრობის „გაპრავება“ იქიდან გამომდინარე, რომ წლებია ნებისმიერ პრობლემაზე გვესმის, რომ არის საგარეო შოკები და მთავრობამ უბრალოდ არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს და დაველოდოთ როდის გაივლის საგარეო შოკები“, -განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე უნდა ჩაერიოს თუ არა ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასტაბილურებაში, ზვიად ხორგუაშვილი გვპასუხობს, რომ ეროვნული ბანკი შექმნილ მდგომარეობაში თავის წვლილს ვერ ხედავს, რაც გატარებულ არასწორ მონეტარულ პოლიტიკაში გამოიხატება.

 


„ეროვნული ბანკის ფუნქცია ახლა უნდა იყოს ის, რომ არ გაზარდოს ფულის მასა. გაატაროს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქედან გამომდინარე, რომ ფულის მასის ზრდა ეხმარება კურსის გაუფასურებას და ინფლაციის ზრდას. ჩვენ უკვე მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია გვაქვს, უკანასკნელ წლებში მკვეთრად არის გაზრდილი ფასები, განსაკუთრებით, იმპორტირებულ პროდუქტებზე. ზოგადად, ეროვნული ბანკის პოლიტიკა არასწორია თუ შევხედავთ მონეტარულ პოლიტიკას მაგრამ ის, რომ რეზერვებს არ ფლანგავს ეს ნამდვილად არ არის შეცდომა“,- განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.


როგორც ეკონომისტი ამბობს, დღევანდელი სიტუაცია ყველაზე მეტად საჭიროებს  მთავრობისგან სასწრაფო ნაბიჯებს. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება არის სამთავრობო მავნებლური პოლიტიკა, რომელიც ბიუჯეტის არათანაბარ და ხშირად დეფიციტურ ხარჯვას უკავშირდება.

 

„საგარეო ფაქტორები სულ არის, ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ მშვიდობიან სამყაროში. მთავრობა იმისთვისაა, რომ საგარეო ფაქტორებს გაუმკლავდეს და შექმნას ისეთი გარემო, რომ მეზობელი ქვეყნების პრობლემები ნაკლებად აისახოს საქართველოზე. ამაში მთავრობა უბრალოდ დამარცხდა იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე უკვე მეორედ ხდება როდესაც ე.წ. საგარეო ფაქტორი ახდენს გარკვეულწილად გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე. ის რომ მთავრობის მიერ არასწორი პოლიტიკა ტარდებოდა გამოიხატება დაბალ ეკონომიკურ ზრდაში , გამოხატება გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტაში და გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად 2016-17 წლებში სიღარიბე გაიზარდა. 2018 წელს საშუალო ოჯახის შემოსავლები შემცირდა ანუ ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება და მთავრობა დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ გაუფასურება დააბრალოს საგარეო ფაქტორებს. ერთი საგანგებო ბრიფინგი არ დანიშნულა იმაზე, რომ გვაქვს საგარეო პრობლემები და ეს, რომ თავიდან ავიცილოთ მთავრობა მოსახლეობას რაღაც ნაბიჯებს სთავაზობს. ეს ნაბიჯები არ უნდა იყოს ის, რასაც აკეთებენ, ვგულისხმობ რეგულაციების გაზრდას.  არამედ უნდა იყოს რეგულაციების მოხსნა, საპენსიო სავალდებულო რეფორმაზე უარის თქმა და აუცილებლად უნდა იყოს პროფიციტული ხარჯვა. როდესაც იყო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის კურსი ყოველ ჯერზე გაუფასურდა“, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.  


ბაჩო ადამია




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up