კობა გვენეტაძე - ჩვენი საბანკო რეგულაციები გაცილებით რბილია ვიდრე სხვა ქვეყნების

კობა გვენეტაძე - ჩვენი საბანკო რეგულაციები გაცილებით რბილია ვიდრე სხვა ქვეყნების

access_time2019-05-13 16:20:19

საბანკო რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, გაცილებით რბილია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო მისიის ფონდის ხელმძღვანელის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ კრედიტის მიღება არ უნდა შეიზღუდოს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის.


„მე ბევრჯერ განვმარტე, რომ თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ იმ რეგულაციას , რომელიც საქართველოშია, ის საკმაოდ რბილია, რადგანაც სხვა ქვეყნების უმრავლეს შემთხვევაში არ ხდება ე.წ. არაოფიციალური შემოსავლების გათვალისწინება შემოსავლებში, ხოლო ის რეგულაცია, რაც ჩვენ გვაქვს, ამას განიხილავს და უშვებს. საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა შეიმუშაონ ის წესები და მიდგომები, რომლითაც განსაზღვრავენ არაოფიციალურ შემოსავლებს. თუ ვინმეს აქვს შემოსავალი, რომელიც არ არის ოფიციალური, ამის გათვალისწინება აბსოლუტურად შესაძლებელია სესხის აპლიკაციის განხილვისას. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით და იმის ანალიზით, თუ რამდენად კარგად ხდება ამ დაშვების გამოყენება, აბსოლუტურად შესაძლებელია ყველა იმ მსესხებელმა, რომელსაც სესხის მომსახურეობის საშუალება აქვს, მიიღოს სესხი და ჰქონდეს წვდომა ფინანსურ რესურსებზე“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძესა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სამი სამი განმავლობაში მიმდინარეობდა.


კობა გვენეტაძის თქმით, შეხვედრაზე მაკროეკონომიკური საკითხის პრეზენტაცია მოხდა. მხარეებმა ობლიგაციებთან და ფასიან კორპორატიული ქაღალდებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. მისივე თქმით, საუბარი შეეხო ეკონომიკაში არსებულ გლობალურ ტრენდებსა და სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს რეიტინგების შეფასების საკითხებსაც.








ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა
access_time2019-07-17 18:20:46
შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა. ევრონიუსმა შილდა მსოფლიოს 5 საუკეთესო მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის დაასახელა. „შილდა“ ისეთ არქიტექტურულ ნიმუშებ შორის მოხვდა, როგორებიც არიან WOHA-ს არქიტექტურა, ტორონტოს ხის კოშკი გერმანიაში და სხვები. “ჯერჯერობით შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია, - წერს ევრონიუსი. შილდას ღვინის ქარხანა კახეთში მდებარეობს. ის ბრიტანული X-architecture-ის...

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა  „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა
access_time2019-07-17 20:00:52
ანტირუსული სანქციების ექო გაისმა ამჯერად მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარ ქვეყანაში - ყაზახეთში.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ერთ-ერთმა მსხვილმა ყაზახურმა კომპანიამ ურთიერთობები გაწყვიტა  „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია  „გაზპრომ-ნეფტ“-თან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულ კომპანიას შეეზღუდა საქმიანობა ამ ქვეყანაში. ექსპერტების აღნიშნავენ. რომ ამ ისტორიამ შექმნა საშიში პრეცედენტი და მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები...

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც
access_time2019-07-17 17:30:58
2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს.   40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.   დეპუტატები, რომლებმაც საპენსიო სქემა დატოვეს ქართული...


მსგავსი სიახლეები

up