კობა გვენეტაძე ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვებინარის მონაწილეებს COVID-19 ის საფინანსო სექტორზე გავლენასა და ცენტრალური ბანკების როლზე ესაუბრა

კობა გვენეტაძე ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვებინარის მონაწილეებს COVID-19 ის საფინანსო სექტორზე გავლენასა და ცენტრალური ბანკების როლზე ესაუბრა

access_time2020-12-11 19:00:00

„ეროვნული ეკონომიკების სტრუქტურული ცვლილება ევრაზიისა და კავკასიის რეგიონში“, - ამ თემაზე ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრისა და ორგანიზაცია ბრეტონ ვუდსის კომიტეტის ორგანიზებით ვებინარი გაიმართა, რომელზეც მთავარი მომხსენებლი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იყო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„სესიის სპიკერები, კობა გვენეტაძესთან ერთად, ასევე იყვნენ აზიის განვითარების ბანკის დასავლეთ და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი (Werner Liepach), სტანდარდ ენდ ფუარის (S&P) მთავარი ეკონომისტი პოლ გრუნვალდი (Paul Gruenwald) და მაკრო მრჩეველის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტოფერ ვიფერი (Christopher Weafer). სესიას მოდერირებას ჯეი პი მორგანის მმართველი და ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი (1991 - 2000) იაკობ ფრენკელი უწევდა (Jacob Frenkel).

ვებინარზე მონაწილეებმა მიმოიხილეს COVID - 19 - ის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ მაკროეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და რეგიონის ქვეყნები დგანან. ასევე გაიმართა დისკუსია ცენტრალური ბანკების როლზე, რომლებიც ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ - ელექტრონული ვალუტა, კლიმატის ცვლილებები და სხვა.

კობა გვენეტაძემ ისაუბრა იმ კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგა. კერძოდ: ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამჟამად მუშაობს ღია ბანკინგის, ციფრული ბანკის ლიცენზირებისა და სხვა ინიციატივებზე, რომლითაც ფინანსური შუამავლობა უფრო სწრაფი, იაფი და ხელმისაწვდომი გახდება.


კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორში კრიზისამდე გატარებული - ხშირად არაპოპულარული - რეფორმები კრიზისის პერიოდში დროული და საჭირო აღმოჩნდა. "თანმიმდევრული მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის გატარებამ და მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დროულმა ამოქმედებამ ფინანსურ სისტემას პანდემიის ნეგატიური ეფექტის გაძლების საშუალება მისცა. უფრო მეტიც, მიუხედავად ეკონომიკური ვარდნისა, სწორედ დღეს არსებული ჯანსაღი ფინანსური სისტემა წაიყვანს საქართველოს ეკონომიკას გაჯანსაღებისკენ," - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ვებინარში ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები, მთავარი ეკონომისტები, აღმასრულებელი დირექტორები და ბანკირები სხვადასხვა ქვეყნიდან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up