ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან: „ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება ვერ იქნება“

ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან: „ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება ვერ იქნება“

access_time2020-12-07 12:00:37

„კომერსანტმა“ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კობა გვენეტაძესთან საქართველოს ეკონომიკის გამოწვევების, პანდემიის გავლენის, საბანკო სექტორის მდგრადობის ანალიზის, საპროცენტო განაკვეთების შემცირების პერსპექტივის, მაღალი დედოლარიზაციის პრობლემის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების და სხვა საინტერესო თემების შესახებ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვრცელი ინტერვიუს ბეჭდურ და ვიდეო მასალას „კომერსანტი“ მომდევნო დღეებში შემოგთავაზებთ, ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, სადაც კობა გვენეტაძე მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ პატარა, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მცურავი გაცვლითი კურსი საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, არსებულ პირობებში მცურავი გაცვლითი კურსი არის საუკეთესო საშუალება საგარეო შოკების შთანთქმისთვის, რათა ეკონომიკა კრიზისისგან დაიცვას.

 

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გვაქვს, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევარბილოთ საგარეო შოკები, რომელიც სხვადასხვა დროს შეიძლება მოხდეს და ეს არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ ამ შოკებს გავუმკლავდეთ. იმ შემთხვევაში თუ, ლარის კურსი არ აიღებს ამ შემარბილებელი ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას, მაშინ ამის მიღწევა უნდა მოხდეს ეკონომიკის შემცირების გზით, ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგება და ეკონომიკური ზრდა ნაკლები იქნება. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იღებს ეკონომიკა შოკს, შედეგად შეგვიძლია მივიღოთ გაცილებით ცუდი სიტუაცია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი რომელიმე ვალუტის  მიმართ არ ვზომავთ მცურავ კურსს, ჩვენ ვაკვირდებით შეწონილ, ნომინალურ ეფექტურ კურსს, რაც აერთიანებს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების კურსაც. სწორედ მას უნდა დავაკვირდეთ, ეს იქნება უფრო სწორი.

 

ის წნეხი, რომელიც ვალუტაზე მიმდინარებს, მოდის ტურიზმის სექტორიდან. სხვა ქვეყნის ეკონომიკებშიც რთული სიტუაციაა, სხვა ქვეყნის ეკონომიკების გაუარესებაც მოხდა, რამაც მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის ექსპორტზე შეამცირა. გაცვლითი კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ეს მის ტრენდს შეეფერება. გაურკვევლობა ძალიან დიდია, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავენ გაცვლით კურსს და მას გამყარებისკენ ექნება მიმართულება, მოკლევადიან პერიოდში კი ამას მოლოდინები განსაზღვრავენ და უფასურდება. ხშირად ამბობენ, რომ მიუხედავად ეროვნული ბანკის ინტერვენციისა, კურსი მაინც გაუფასურდა. შეუძლებელია ამ სიტუაციაში კურსის კორექტირება რომ არ მოხდეს, მაგრამ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ვერ იქნება გაცვლითი კურსის გამყარება. ინტერვენციის მიზანია ბაზარს ის დანაკლისი ვალუტა მივაწოდოთ, რაც ამ დროს სჭირდება, თუმცა ეს სრულად მის აღდგენას არ გულისხმობს, ეს შეუძლებელია.


 

ეროვნული ბანკი აგროვებდა რეზერვებს, ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ დაგვჭირდებოდა რეზერვების გამოყენება, დღეს დადგა ზუსტად ის სიტუაცია. ინტერვენციებით კურსის მერყეობის შემცირებას შესაძლებელია, თუმცა შეუძლებელია სრულად მისი შემცირება, გაცვლითი კურსი წრფივად არასოდეს მიდის. მაგალითად, არჩევნების წინ მოლოდინი იყო, რომ კურსი გაუფასურდებოდა, ასეთი მოლოდინების დროს ეროვნული ბანკის ინტერვენცია კონტრპროდუქტიულია, არ გამოიწვევს შედეგს. ჩვენ ვაწვდით ბაზარს ვალუტას და ამავე დროს ვინარჩუნებთ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს, რადგან ეს მცირე ზომის, ღია ეკონომიკის ქვეყნებისთვის საუკეთესოა“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

 

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი საუკეთესო საშუალებაა საგარეო შოკების შთანთქმისთვის, მას თავისი სირთულეებიც გააჩნია.

 

მცურავ გაცვლით კურსს აქვს თავისი სირთულეები. ერთ-ერთი ეს არის მაღალი დოლარიზაცია, მაგრამ ამავე დროს მას აქვს თავისი სიკეთეები, რაც გადაწონის იმ სირთულეებს, რომელიც თუნდაც მაღალი დოლარიზაციის გამო ახლავს თავისუფალ მცურავ გაცვლით კურსს. მაშინ, როდესაც ეკონომიკას არ აქვს საშუალება, რომ გაუმკლავდეს შოკებს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება იყოს, მაგალითად, 3-4 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით რომ ასეთი ტიპის შოკი ექნებოდა გლობალურ ეკონომიკას. ამიტომ მაკროეკონომიკური პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაშიც შეძლოს შოკებთან გამკლავება.

 

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დოლარიზაცია იწვევს სირთულეებს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, უნდა მოხდეს ნაბიჯების გადადგმა დოლარიზაციის შესამცირებლად. ამბობენ, რომ ერთადერთი პირობა იმისთვის, რომ დოლარიზაცია შემცირდეს, არის სტაბილური გაცვლითი კურსი, რაც არ არის სწორი, ამას ეკონომიკური ლიტერატურაც ადასტურებს. იმისთვის, რომ დედოლარიზაციის პროცესი იყოს შეუქცევადი, საჭიროა სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაცია და ამავე დროს დაბალი და სტაბილური ინფლაცია“, - აღნიშნავს კობა გვენეტაძე.


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 13.6%-ით, ევროსთან მიმართებით კი 19%-ით გაუფასურდა. 




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...


მსგავსი სიახლეები

up