კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს

კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს

access_time2020-01-20 11:18:58

დამოუკიდებელი ინსპექტორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ, 13 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა.კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ვადად 17 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.არსებული წესის მიხედვით, საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა გამოაცხადოს ახალი კონკურსი.თუმცა გადაწყვეტილების მიღების ვადები განსაზღვრული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭომ 14-15 იანვარს დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატებთან გასაუბრებები დახურულ რეჟიმში ჩაატარა ისე, რომ რაიმე ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებზე, ასევე გასაუბრებების შესახებ, ვებ-გვერდზე არ გამოუქვეყნებია.


უცნობია დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა ვინაობა, დახურულ ფორმატში ჩატარებული გასაუბრებების გამო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ასევე არ მოგვეცა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. სასამართლო სისტემაში კლანის გავლენების და მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული მანკიერი გარიგების გათვალისწინებით, კონკურსის გაუმჭვირვალედ ჩატარება კიდევ უფრო ამცირებს შერჩეული კანდიდატის მიმართ საზოგადოების ნდობას.



დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი „მესამე ტალღის“ რეფორმის ფარგლებში შეიქმნა და დაევალა მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გამოკვლევა და წინასწარი შემოწმება.სამწუხაროდ, კანონმდებლობით ამ დრომდე არ არის შექმნილი აღნიშნული მექანიზმის საქმიანობისთვის აუცილებელი დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიები. მას თანამდებობაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შერჩევა-დანიშვნის პროცესზე მინიმალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ საბჭოს არამოსამართლე წევრებს.


ამასთან, საბჭოს მიერ დადგენილი შერჩევის წესი არ განსაზღვრავს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ: როგორ ტარდება კონკურსის მეორე ეტაპი (კრიტერიუმები, გასაუბრების ჩატარების წესი, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხები, შეფასება და მისი დასაბუთება), არ არის დადგენილი კონკურსის ჩატარების ძირითადი პრინციპები (ობიექტურობა, საჯაროობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და სხვა).აღნიშნული ხარვეზები საბჭოს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას აძლევს, რაც წინა დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნის დროსაც დადასტურდა.


ამ ფონზე, კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეაჩეროს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი და მხოლოდ შერჩევის საკონკურსო წესის სრულყოფის შემდეგ განაახლოს ის. ასევე, შერჩევის პროცესში საბჭომ უზრუნველყოს კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობების გამოქვეყნება და მათთან გასაუბრებები წარმართოს ღია სხდომაზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up