კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia

access_time2020-07-09 11:30:37

საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის სახელმწიფო სტრუქტურა როდის შეამოწმებს სპორტული დარბაზს. „World Class“ მარკეტინგის დირექტორი „კომერსანტთან“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრობს.

 

„რეგულაციები რომელიც ჯანდაცვის სამინისტომ დაგვიწესა შესრულებადია, თუმცა ხარჯი იზრდება, წარმოიდგინეთ სადეზინფექციო სამუშაოები საათში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ყოველდღიურად უნდა ვესაუბროთ ჩვენი კლუბის წევრებს, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან. იგივე დისტანცირება, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება და ა.შ. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს კონტროლს გავუწევთ და მექანიზმებიც შევიმუშავეთ, მაგრამ მომხმარებელზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული. მთავრობის გადაწყვეტილებით 6 კვ.მ-ზე მოხდება თითო ადამიანის დაშვება, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დარბაზი რაოდენობრივად არ არის გათვლილი ბევრ ადამიანზე გადაწყვეტილება ნორმალურია. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ვენტილაციის კუთხით არანაირი პრობლემა არაა, დამონტაჟებულია ერთ-ერთი საუკეთესო სავენტილაციო სისტემა, რომელიც ყოველ 7 წუთში ერთხელ უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას“, - აცხადებს ნინი ხუროძე.

 

„World Class“- ში საფასო პოლიტიკის გადახედვას ჯერჯერობით არ აპირებენ. ნინი ხუროძე აცხადებს, რომ ახლა სატესტო რეჟიმში არიან, რა დროსაც დააკვირდებიან თუ რა დატვირთვა ექნება ფიტნეს ცენტრს, აღსანიშნავია, რომ მოლოდინი პოზიტიური აქვთ. თუმცა, პოზიტიური მოლოდინისგან გასხვავებით ძალიან მძიმეა ის რეალობა, რომელშიც პანდემიის გამო ბიზნესი აღმოჩნდა, ზარალს რომელიც კომპანიას მიადგა ამ დრომდე ითვლიან.


 

„ზარალის ოდენობის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრი მიმდინარე დავალიანება გვაქვს, ახლა მომწოდებლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ეს დავალიანებები მოგვიხსნან. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ვართ, ბევრი დამატებით ხარჯი გვაქვს და უცხოურ ვალუტაში ვიხდით ამ თანხას. პარალელურად ფილარმონიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იჯარასთან დაკავშირებით. ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ხარჯი ძალიან დიდია“, - განმარტავს ნინი ხუროძე.

 

თითქმის ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ „World Class“ კლუბის წევრებს სიახლეებით ხვდება.  ნინი ხუროძე აცხადებს, რომ სიახლეები ჯგუფურ ვარჯიშებს შეეხება, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება დამუშავების ეტაპზე ჯერჯერობით კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს. „World Class“ მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, რომ შესაძლებელია, ფიტნეს ცენტრმა საწევროები დაამატოს, რასაც მისი თქმით მომხმარებელი ყოველთვის ითხოვდა.


ბაჩო ადამია


თეგები:
World Class Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up