კლუბი KHIDI – „მიუხედავად იმისა, რომ ღამის კლუბები პოპულარულია, ფინანსურად წარმატების მიღწევა ადვილი არ არის“

კლუბი KHIDI – „მიუხედავად იმისა, რომ ღამის კლუბები პოპულარულია, ფინანსურად წარმატების მიღწევა ადვილი არ არის“

person access_time2017-05-27 20:00:00

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან, 2016 წელს გახსნილი კლუბი KHIDI -ა განთავსებული, რომელიც ღამის ცხოვრების მიმდევრებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. „კომერსანტს" კლუბ KHIDI-ს დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, თავდაპირველად ამ ბიზნესის წამოწყება მარტივი არ აღმოჩნდა და ის გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

 

„ჩვენთვის კომფორტი და ხარისხი ძალიან მნიშნელოვანი იყო, დიდი ენერგია ჩავდეთ, რომ ყველა დეტალი გაგვეთვალა ქლაბერების სიამოვნებისთვის." - თამუნა აქსანდერი.

 

- ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე ძალიან ბევრი კლუბი გაჩნდა და ისინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. KHIDI-ს შექმნის შესახებ მიამბეთ. რომელ წელს და ვის მიერ დაფუძნდა?

 

- კლუბის გაკეთების იდეა რამდენიმე წელია არსებობს. მანამდე მეგობრებთან ერთად ვაკეთებდი ივენთებს და ფესტივალს, FUTURE SHORTS, მაგრამ ამით არ ვკაყოფილდებოდით, კლუბი ჩვენი დაგროვებული გამოცდილების ლოგიკური გაგრძელება იყო. დიდხანს ვეძებდით შესაფერის ადგილს, რომელიც მოგვეწონებოდა. ძიების შედეგად ვიპოვეთ, მიტოვებული ხიდის კარკასი, ყველანაირი კომუნიკაციების გარეშე. ისე მოგვეწონა, რომ სხვა ადგილი აღარც განგვიხილავს, თუმცა სივრცის შესაძენად დაახლოებით წელიწადნახევარი დაგვჭირდა, საბოლოოდ გაიხსნა KHIDI  2016 წლის 4 ივნისს.

 

- გვიამბეთ და გაიხსენეთ კლუბის ჩამოყალიბების პერიოდი. ასევე რატომ შეურჩიეთ მას სახელწოდება KHIDI?

 

- KHIDI-ს თავიდანვე ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა, ბევრი შეფერხება გვქონდა გარედანაც, ამიტომ ადვილი არაფერი ყოფილა. ჩვენთვის კომფორტი და ხარისხი ძალიან მნიშნელოვანი იყო, დიდი ენერგია ჩავდეთ, რომ ყველა დეტალი გაგვეთვალა ქლაბერების სიამოვნებისთვის, მაღალი ხარისხის მუსიკა, განათება, სუფთა ჰაერი, კომფორტი, ეს არის ის, რაც დილამდე გტოვებს კლუბში, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ხიდის გახსნის ღამე, როდესაც სტუმრებმა ზუსტად შეაფასეს და დაახასიათეს ხიდი.

 

იმ ლოგიკური სახელის გარდა, რაც გამომდინარეობს ხიდის ადგილმდებარეობით, ვახუშტის ხიდის ქვეშ, შინაარსობრივად ხიდი სრულად გამოხატავს ჩვენ იდეას, ეს არის ადგილი რომელიც წარმოადგენს ხიდს, მუსიკოსებსა და მსმენელებს შორის, კლუბსა და მოცეკვავეებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შორს ვართ ხიდჩატეხილობისგან, პირიქით ხიდის იდეა 100%-ით გამართლდა.

 

ხიდი არის სამსართულიანი მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც ერთიანდება საერთო ღირებულებებით. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ორი სართული - მთავარი ოთახი, „ხიდი", რომელიც ორიენტირებულია ანდერგრაუნდ ტექნო არტისტებზე, სადგაც 100-მდე არტისტი გვყავს ჩამოყვანილი 1 წლის განმავლობაში. უმეტესად არაკომერციულ არტისტებზე ვართ არიენტირებულები, ზუსტად ეგეთი არტისტები იწურებიან ბოლომდე სცენაზე. მეორე ოთახი G2, რომელიც ძირითადად ეთმობა ჰაუს და ექსპერიმენტულ მუსიკას. ჩვენი სივრცე აქტიურად ეთმობა გამორჩეულ ქართველ ელექტრონულ მუსიკოსებსაც.

 

მესამე სართული სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას და ეს სივრცე მთლიანად შეითავსებს თანამედროვე ხელოვნების სივრცის ფუნქციას. ზუსტად 1 წელი გვისრულდება რამდენიმე დღეში და ძალიან მიხარია, რომ ერთი წლის განმავლობაში ხიდი საოცრად პროგრესირებადი აღმოჩნდა.


 

- ალბათ, თქვენთან მომსვლელი მუსიკის მოყვარულების დიდი რაოდენობა ხშირად არტისტის ცნობადობაზეა დამოკიდებული. როგორია მათი რაოდენობა და მზარდია თუ არა ის? ასევე რას სთავაზობს კლუბი თქვენთან მომსვლელ სტუმრებს?

 

- KHIDI მუდმივ პროგრესშია და ეს მომწონს ყველაზე მეტად. დიახ, ხალხის დიდი რაოდენობა ბევრ შემთხვევაში დამოკიდებულია არტისტის ცნობადობაზე. თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხიდი ახალ არტისტებს და პროექტებს აცნობს მსმენელებს. სტუმართა რაოდენობა მზარდია.

 

ხიდი სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ხმას და განათებას. ორივე სართულზე განთავსებულია FUNKTION-ONE-ის 4 პოინტ საუნდ სისტემა.

 

 

- როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და რომელი ასაკობრივი სეგმენტის წარმომადგენელს შეუძლია თქვენთან შემოსვლა?

 

- მე მგონია რომ კლუბში გვაქვს ძალიან მეგობრული საფასო პოლიტიკა. ხიდის სეგმენტი არის 18-დან 50 წლამდე სოციალურად აქტიური ადამიანები. 

 

KHIDI-ს გუნდი ქმნის კონკრეტულ დამახასიათებელ ნიშას, გუნდის ყველა წევრი პრაქტიკულად  ქლაბერია, ამიტომ მომხმარებლის თვალითაც ვაფასებთ კლუბს და სწორედ ამიტომ ვცდილოთ გავთვალოთ ყველაფერი სრულყოფილი რეივისთვის.


- ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია კლუბებში უსაფრთხოების დაუცველობასთან დაკავშირებით, როგორ ხდება KHIDI -ზე შესვლა და რამდენად დაცულია ეს სივრცე?

 

- ჩვენთან შესვლა ხდება „ფეისკონტროლის" გავლის შედეგად. შემოსვლისას, ყველა ემორჩილება უსაფრთხოების გავლის წესებს. KHIDI-ში კონტროლის ქვეშ გვაქვს ადამიანების უსაფრთხოება. საბედნიეროდ ფატალური შედეგი KHIDI-ში არ დამდგარა, თუმცა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნარკოტიკული ნივთიერება, ე.წ."ბიო", რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. ეს ყველაფერი განპირობებულია დღეს ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკით.

 

- კლუბების ბიზნესის თვალსაზრისით როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარს? დღეს ის რა გამოწვევების წიაშე დგას?

 

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ღამის კლუბი ძალიან აქტუალურია, ფინანსური წარმატების მიღწევა ადვილი არ არის. მითუმეტეს როდესაც მეინსტრიმზე არ გაქვს გათვლა, ქართული ბაზარი მაინც პატარაა , ერთი წლის განმავლობაში არაერთი არაორდინალური პრობლემის გადალახვა მოგვიწია (როგორიც იყო: ნებართვის მოცემა გათბობის სისტემის ამუშავებაზე, ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი პარკინგის ზონა). რამაც ძალიან შეაფერხა ჩვენი მუშაობა. KHIDI მხოლოდ ერთი წელია არსებობს და ამ ეტაპზე რთულია მის მომგებიანობაზე საუბარი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ხუთი თვეა, სიტუაცია დასტაბილურდა და KHIDI თავის თავს ინახავს.

 

- ზაფხულში ყოველწლიურად GEM fest-ი ტარდება და არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. რა მდგომარეობაა მსგავსი დიდი ფესტივალის მიმდინარეობის დროს თქვენთან? რამდენად უშლის ხელს თქვენი ბიზნესის განვითარებას ეს პროექტი?

 

- შარშან GEM fest-ი იმ დროს ჩატარდა, როდესაც KHIDI  „საზაფხულო არდადეგებზე" იყო. ჩვენ ეს ფესტივალი ხელს ვერ გვიშლის, თან სულ სხვა მუსიკალური მიმართულების ფესტივალია GEM fest-ი, წელს 1 თვე ექნებათ და ალბათ, უფრო ზაფხულში მომუშავე კლუბებს შეუშლის ხელს.


- უკვე საკმაოდ დიდი ისტორია შექმენით და ბუნებრივია არსებულზე გაჩერებას არ აპირებთ. რა სამომავლო გეგმები აქვს KHIDI-ს?

 

- უახლოესი არის ის რომ 2 და 3 ივნისს თითქმის 48 საათიანი დაბადების დღე აქვს KHIDI-ს, ძალიან საინტერესო არტისტებით. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ ერთგულ ქლაბერებს, რომლებიც საოცარი გულშემატკივრობით არიან განწყობლები და წარმოუდგენელ ენერგეტიკას ატრიალებენ ხიდის გუნდთან ერთად. ახალ სეზონზე კიდევ უფრო მეტი ექსპერიმენტებით და ახალი განხორციელებული იდეებით დავბრუნდებით.

 




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up