„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“: ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობა ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება

„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“: ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობა ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება

access_time2018-10-30 09:00:00

საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან დემპინგურ ფასად იმპორტირებული ცემენტის და კლინკერის ძლიერი ტალღის გამო „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რეალიზაცია 30 000-40 000 ტონით შეუმცირდა. ამის შესახებ „კომერსანტს“  „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში“ განუცხადეს. 



რა სიტუაციაა ახლა,ამუშავდა თუ არა ცემენტის მწარმოებელ ქარხნებში ღუმელები, რა ზარალი მიიღეს კომპანიებამ დახურული ღუმელების გამო და შეიზღუდა თუ არა ირანიდან დემპინგური ფასით ცემენტის იმპორტი?



„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიის საკუთრებაში არსებულ ორივე ქარხანაში 7 ღუმელიდან მხოლოდ 4 აგრძელებს მუშაობას. ორი რუსთავის, ორი კი კასპის ქარხანაში. მათივე განმარტებით, კასპის ქარხანაში 1 ღუმელი, რომელიც აგვისტოში გაჩერდა, დღემდე გაჩერებულია.




რაც შეეხება ირანულ ცემენტს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ირანიდან პროდუქციის იმპორტი კვლავ გრძელდება, თუმცა შემცირებული რაოდენობით. „ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობის გამო დემპინგური ფასი ბაზარზე მომავალშიც პრობლემად და გამოწვევად რჩება. მთავრობის მიერ დამტკიცდა სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ძალაში 15 ნოემბრიდან შევა და შემდეგ სამშებენლო მასალებს ეხება: ცემენტი, არმატურა, ელექტრო კაბელები და პლასტმასის მილებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული სამსახური იქნება მაქსიმალურად ეფექტური და ექნება საკმარისი რესურსი რათა გააკონტროლოს ბაზარზე იმპორტირებული თუ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ხარისხი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და შემდგომში უკვე მწარმოებლებისთვის თანაბარი, კონკურენტული პირობების შექმნისთვის“-აცხადებენ კომპანიაში.



შეგახსენებთ, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“, რომელიც საქართველოში სამ ინტეგრირებულ ცემენტის ქარხანას ფლობს, წარმოების შემცირება, ქარხნების და ღუმელების ეტაპობრივი დახურვა 2018 წლის ზაფხულიდან დაიწყო. მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ბოლო პერიოდში ჰაიდელბერგცემენტის გაყიდვების საგრძნობლად შემცირების და ირანული ცემენტის დემპინგურ ფასად გაყიდვების ზრდის გამო, კომპანიის ოპერირება კიდევ უფრო შეფერხდა.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 






20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up