კლინიკის ნაცვლად COVID-სასტუმროში - ვინ, როგორ და როდის აღმოჩნდება იქ?

კლინიკის ნაცვლად COVID-სასტუმროში - ვინ, როგორ და როდის აღმოჩნდება იქ?

access_time2020-09-13 12:00:30

COVID19-ით ინფიცირებულთა მატებისა და ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები, საკარანტინე სასტუმროებში გადაიყვანონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი პაციენტების საკარანტინე სასტუმროებში გადაყვანა, სავარაუდოდ, 11 ან 12 სექტემბერს დაიწყება. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, სამი ასეთი სივრცეა მოწყობილი - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და ჯამში, 250 პაციენტზეა გათვლილი.

როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში, საჭიროების შემთხვევაში, იგეგმება ადგილების რაოდენობის გაზრდა.

 

რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდე საკარანტინე სასტუმროში?


მხოლოდ ორ შემთხვევაში - თუკი ხარ სრულიად უსიმპტომო ან მცირე სიმპტომების მქონე პაციენტი. თუმცა, ამის გარდა, სხვა კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდე. უნდა იყო 18-დან 65 წლამდე და არანაირი თანმდევი, ქრონიკული დაავადება არ უნდა გქონდეს.

და კიდევ, არც ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც კი ვირუსი დაგიდგინდება და შენი სიმპტომები იქნება მსუბუქი, მაშინვე საკარანტინე სასტუმროში აღმოჩნდები.

რეზი მეჭურჭლიშვილი, ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, რადიო თავისუფლებას დეტალურად უხსნის, თუ როგორ და რამდენი დღის შემდეგ გადავლენ ასეთი პაციენტები საკარანტინე სასტუმროებში.

პირველ რიგში, ის განმარტავს, რას ნიშნავს უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები:

 

უსიმპტომო პაციენტი


„უსიმპტომო პაციენტად ითვლება პირი, რომელსაც ნაცხის ანალიზის შედეგად დაუდასტურდება COVID19, თუმცა, არ ექნება არანაირი სიმპტომი, ოდნავი სისუსტეც კი. ტემპერატურასა და ხველაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ დადასტურებისას ექიმი ვერ იტყვის, ეს პაციენტი ბოლომდე უსიმპტომო დარჩება თუ მოგვიანებით გამოუვლინდება სიმპტომები, ამიტომ ასეთ პაციენტებს ვუწოდებთ ხოლმე პრესიმპტომურ პაციენტებს. ხოლო, როდესაც დადასტურებიდან გავა ერთი კვირა და ამ პერიოდში, მას არ აღმოაჩნდება არანაირი სიმპტომი, აი, ამ შემთხვევაში ეწოდება პაციენტს, უსიმპტომო.

 

მსუბუქი პაციენტი


„მას აქვს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის, მაგალითად, დაბალი ტემპერატურა, ხველა, რომელიც არ არის ინტენსიური და ასევე, ანალიზებში არ აღენიშნება ცვლილებები. ცხადია, მას არ უნდა ჰქონდეს პნევმონია. აღსანიშნავია, რომ ასეთი პაციენტები არანაირ განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებენ და საკმარისია მათი მონიტორინგი“.


 

რამდენი დღე დარჩები კლინიკაში?


რეზი მეჭურჭლიშვილის თქმით, პროტოკოლის თანახმად, უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები, ვირუსის დადასტურებიდან პირველ შვიდ დღეს კლინიკებში გაატარებენ და აი რატომ:

 

„ეს ორი კატეგორია პაციენტებისა, როდესაც მოვლენ კლინიკაში, მათ პროტოკოლის თანახმად ჩაუტარდებათ ყველა ტიპის გამოკვლევა, ანალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი მდგომარეობა შეფასდება. პროტოკოლის თანახმად, უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები, შვიდი დღე რჩებიან კლინიკებში და მერვე დღეს, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, ისინი გადავლენ საკარანტინე სივრცეში. პირველი შვიდი დღის განმავლობაში, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობა გართულდეს, ამიტომ უმჯობესია, თუკი მისი მონიტორინგი განხორციელდება კლინიკაში“.

თუმცა, პროტოკოლში ასევე არსებობს ერთი შენიშვნა, რომ თუკი მკურნალი ექიმი ჩათვლის, რომ შესაძლებელია პაციენტის საკარანტინე სივრცეში გადაყვანა მაგალითად, ვირუსის დადასტურებიდან მეოთხე დღეს, ასეთ შემთხვევაში, პაციენტი გადავა საკარანტინე სივრცეში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინე სასტუმროებში იმუშავებს ექიმთა რამდენიმე ბრიგადა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გაუწევენ მონიტორინგს პაციენტებს.

კოვიდპაციენტებთან მუშაობის თითქმის შვიდთვიანი გამოცდილების შემდეგ, რეზი მეჭურჭლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სრულიად უსიმპტომო პაციენტების რაოდენობამ, საერთო ანგარიშით, დაახლოებით 5-6% შეადგინა. მისი ვარაუდით, უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების რიცხვი სულ უფრო და უფრო მოიმატებს:

„ძალიან ბევრი იქნება ისეთი პაციენტი, რომლებსაც არ ექნებათ სიმპტომი, ან საკმაოდ მსუბუქი სიმპტომები ექნებათ. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, გარდაცვალების რაოდენობა კი იკლებს. დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში, ინფიცირებულთა 10% სრულიად უსიმპტომოა. მცირე სიმპტომები აქვს 30-35%-ს, დანარჩენი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოშიც, იკლებს კრიტიკული პაციენტების რაოდენობაც. დღეს ასეთი პაციენტი სულ ოთხი გვყავს“.

გადაწყვეტილება უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების საკარანტინე სასტუმროებში გადაყვანის შესახებ ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 40-ს გადასცდა. ამის მთავარ მიზეზად, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა დასახელდა.

11 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის სულ მობილიზებულია 780 საწოლი. ამ საწოლების თითქმის 60% უკვე დაკავებულია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, ქვეყანას აქვს რესურსი, ხოლო კლინიკებს ვალდებულება, რომ საჭიროების შემთხვევაში, 3200 საწოლი მოაწყონ კოვიდინფიცირებულთათვის.

გავიხსენოთ, რომ საქართველომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მიიღო კოვიდინფიცირებულების ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაშინ იმ პაციენტებმა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, შინ უნდა იმკურნალონ. თუმცა, ამ ეტაპზე, შინ მკურნალობის მექანიზმზე გადასვლას, როგორც ეს უკვე აპრობირებულია მაგალითად, აშშ-სა და არაერთ ევროპულ ქვეყანაში, ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ ჩქარობს.

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლის შემთხვევას, პაციენტების მაქსიმალური უმრავლესობა სტაციონარში გადის მკურნალობას.

შინ მკურნალობის პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.

 

როგორ მიიტანოთ ეჭვი, რომ შესაძლოა, ინფიცირებული იყოთ?

  • გაქვთ ცხელება, ხველა, ქოშინი;
  • ასევე სხვა ნიშნები: დაღლილობა (ხშირი) ან შეუძლოდ ყოფნა (პაციენტის გადმოცემით) - 38-69%-ში; ანორექსია (მადის დაქვეითება) (ხშირი) - 40%-ში; ნახველის გამოყოფა (ხშირი) - 26-33%-ში; ყელის ტკივილი (ხშირი) - 5-17%-ს - ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე; დაბნეულობა (იშვიათი) - 9%-ში; თავბრუსხვევა (იშვიათი) - 9%-ში; თავის ტკივილი (იშვიათი) - 6-14%-ში; ცხვირიდან წყალივით გამონადენი (იშვიათი) - 4-5%-ში; ტკივილი გულმკერდის არეში (იშვიათი) - 2-5%-ში; შესაძლოა, პნევმონიის გამო; გასტროინტესტინური სიმპტომები (იშვიათი) - 1-10%-ში; კონიუნქტივის ჰიპერემია (იშვიათი) -
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში ან თავად იყავით საზღვარგარეთ ან მჭიდრო კონტაქტი გქონდათ უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან;
  • გქონდათ მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. ახლო კონტაქტი გულისხმობს ასეთ პირთან 2 მეტრის და უფრო ახლო მანძილზე ხანგრძლივად ყოფნას პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე;

 

როგორ გაგსინჯავთ ექიმი თუკი გაქვთ ეჭვი, რომ ინფიცირებული ხართ?

  • პროტოკოლის თანახმად, თუკი გაქვთ მსუბუქი, მაგრამ საეჭვო სიმპტომები, უკავშირდებით ოჯახის ექიმს;
  • პირველ რიგში, იცოდეთ, რომ პროტოკოლის მიხედვით, თუკი შესაძლებელია, კონსულტაცია უნდა იყოს დისტანციური და არა ბინაზე მისვლით;
  • შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ ვიზიტი კლინიკაში;
  • კლინიკაში მისვლის შემდეგ, თუკი გიწევთ ექიმის მოცდა, პროტოკოლის თანახმად, უნდა შეყოვნდეთ საეჭვო პაციენტებისათვის განკუთვნილი ცალკე მოსაცდელ სივრცეში ან იზოლირებულ ოთახში, რომელიც იკეტება;
  • თუკი კლინიკა ვერ უზრუნველყოფს საეჭვო პაციენტების მისაღებად განცალკევებულ დროს, მაშინ ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ, რომ მოიცადოთ კლინიკის გარეთ ან საკუთარ ავტომანქანაში;
  • თუ არ გყავთ ავტომანქანა, მაშინ კონსულტაციას უნდა დაელოდოთ გარეთ, სულ მცირე 2-მეტრიანი დისტანციით სხვა პაციენტებისგან;
  • თუკი გასინჯვის შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენი მდგომარეობა რთულია და შესაძლოა, ეჭვი კორონავირუსზე დადასტურდეს, ექიმი იძახებს 112-ს და თქვენ გადაგიყვანენ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის;

 

თუკი თქვენ დაგიდასტურდათ COVID 19 და გაქვთ მსუბუქი ფორმა

  • პროტოკოლის თანახმად, რჩებით შინ და ხართ იზოლირებული ოჯახის წევრებისგან. თუკი, თვითიზოლაცია შეუძლებელია, მაშინ ამის შესახებ ატყობინებთ ოჯახის ექიმს და შესაბამის სამსახურს გადაჰყავხართ საკარანტინე ზონაში;
  • ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი ბინაზე დარჩენის პირობები:
  • რომ თქვენ გყავთ შესაბამისი მზრუნველი პირი ოჯახში;
  • გაქვთ იზოლირებული ოთახი, სადაც არ შემოვლენ ოჯახის სხვა წევრები;
  • გაქვთ რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
  • თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს გაქვთ პირადი დაცვის საშუალებები, სულ მცირე, ხელთათმანები და ნიღაბი და იცით მათი მოხმარების წესი;
  • თუკი თქვენთან ერთად ცხოვრობენ ხანდაზმულები, პაციენტები ქრონიკული დაავადებებით, თქვენ ვერ იმკურნალებთ შინ და გადაგიყვანენ საკარანტინე სივრცეში;

 

როგორ აკონტროლებთ დაავადებას?

  • ტემპერატურას იზომავთ მინიმუმ დღეში ორჯერ (დილა-საღამოს);
  • დღის განმავლობაში იღებთ იმ რაოდენობის სითხეს, რაც შარდს შეუნარჩუნებს ღია გამჭვირვალე ფერს;
  • შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით;
  • მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას;
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუკი თქვენი ან ოჯახის წევრის მდგომარეობა გაუარესდება;

11 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველო ყოველდღიურად აუმჯობესებს საკუთარ ანტირეკორდს.

ქვეყანაში სულ 1917 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 1354. გარდაიცვალა 19 პაციენტი.

 

რადიო თავისუფლება

თეგები:
COVID-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up