კლინიკებს ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში მონაცემების დარღვევით გადაცემის გამო დაკისრებული სანქციები გადაუვადდათ

კლინიკებს ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში მონაცემების დარღვევით გადაცემის გამო დაკისრებული სანქციები გადაუვადდათ

access_time2021-10-14 20:30:00

ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის ასოციაციას შორის შედგა შეთანხმება ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირების გამართვისა და სანქციების დაკისრების გადავადების შესახებ.


როგორც ასოციაციაში აცხადებენ, სამინისტროსთან თანამშრომლობით სისტემის ტექნიკური ხარვეზების ნაწილი შესწორდა, დარჩენილ ხარვეზებზე მუშაობა კი გრძელდება. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, არასწორად/დაგვიანებით ინფორმაციის გადაცემის გამო, სამედიცინო დაწესებულებების საჯარიმო სანქციების დაკისრება 1 ოქტომბრის ნაცვლად, 2022 წლამდე გადაიწევს.


ელექტრონული ჩანაწერების სისტემა არის ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს პაციენტის დეტალურ ისტორიას- ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდებს და ამბულატორიულ ვიზიტებს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ფინანსური ინფორმაცია, კალკულაციის სახით.



საქართველოში ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ფუნქციონირების წესი 2019 წელს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ავალდებულებს.


ჯანდაცვის ასოციაცია მიმდინარე წლის 7 სექტემბერს შეიქმნა და მისი საქმიანობის ერთერთ მთავარ მიზნად მთავრობასთან ტარიფების საკითხზე კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღებაში ჰოსპიტალური სექტორის აქტიური ჩართვა დასახელდა.



jandacva.ge

თეგები:
სანქციები



„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე

„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე
access_time2021-10-21 16:00:47
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) მიმართვა გაავრცელა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და...

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...


მსგავსი სიახლეები

up