91 კლინიკა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის დააჯარიმა

91 კლინიკა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის დააჯარიმა

access_time2019-03-11 12:00:38

„კომერსანტი“ აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ   სამედიცინო კლინიკების დაჯარიმების თემას. ამჯერად გთავაზობთ იმ კლინიკების სიას, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარი უნდა დააბრუნონ.

 

 „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 2016-2017-2018 წლებში  დაჯარიმდა სულ 91 სამედიცინო დაწესებულება. მათ შორის, ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებებიც. მათ შორის, ავერსის -„მედალფა“ და “მედკაპიტალი“, სადაც 50%-იანი წილი კომპანია “ავერსს“ აქვს, 50%-ის მფლობელი კი კომპანია „პეესპეა“. დაჯარიმებული კომპანიებიდან, ბიუჯეტში ყველაზე მეტი თნხის დაბრინება სწორედ ავერსის კლინიკიებს მოუწევთ. თანხის დაბრუნების ვალედბულება აქვს „ევექსის“ და „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკებსაც.

 

2016 წლის დარღვევების გამო თანხის დაბრუნება მოუწევთ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს - შპს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი „ცხუმი“ (წყნეთი), შპს უნიმედ აჭარა (შუახევი), შპს ოპტიმალ მედი, სს ენგურის სამედიცინო კომპლექსი, შპს ზუგდიდის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკა“, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი“.

 

2017 წელი  სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი-მარტვილის ჰოსპიტალი, შპს ჯეო ჰოსპიტალსი - გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, შპს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი-ლოკუსი, მარნეულის შპს მედ-X, შპს ისნის რაიონის N5 მოზრდილთა პოლიკლინიკა, შპს ქართული ფოლადი სამკურნალო ცენტრი, შპს ჩვენი კლინიკა ონკოლოგიურ დისპანსერი, შპს  N21 ბავშვთა პოლიკლინიკა, სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი - ალეკო (ინდ/მეწარმე ნინო შავლაყაძე),შპს „კლინიკა ვაკეში“, შპს „ამბულატორიული კლინიკა“ (გორი), შპს „სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი - ინტერმედი 1“, შპს მედალფა სამედიცინო ცენტრი (ოზურგეთი), შპს „მედალფა სამედიცინო ცენტრი (ჩოხატაური), შპს მედალფა სამედიცინო ცენტრი (ლანჩხუთი), შპს ნიჩბისი, შპს „სამედიცინო ცენტრი - ქირონი, შპს „MMM“, შპს „საგზაო პოლიკლინიკა საოჯახო მედიცინის ცენტრი - დიდუბე, შპს „მედიკორი„ -პოლიკლინიკა, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, შპს „მკურნალი XXI-ი, შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ხონი), შპს „ლია ხაჭაპურიძის ჯანმრთელობის ცენტრი (ხონი), შპს ჯეო ჰოსპიტალსი თიანეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, შპს „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“, შპს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკა, შპს სენაკის დევნილთა პოლიკლინიკა, შპს „მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი - ჯანმრთელო თაობა“, შპს „ბომონდი“, შპს „ვერე XXI - ის კლინიკა მედიში“ , შპს „ქვეშის საექიმო ამბულატორია“,სს „საზღვაო ჰოსპიტალი“, ააიპ „რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი - თანაზიარი“(ზუგდიდი), შპს “ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი“, შპს „პულსი“ (აგარა).

 


2018 წელი -  კომანდიტური საზოგადოება „შპს N4 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი და დანელია“, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი ყაზბეგის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის (ვანი), შპს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის , შპს მედიქალ პარკი საქართველო (ბოლნისი), შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“, შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“, შპს თბისლისი N11 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი“, შპს „ფარმაცია-ვანი“, შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოთის პოლიკლინიკა“,შპს „ქუთაისის ბავშვთა და მოზრდილთა N4 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი“, ი/მ გივი ცინცაძე“, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ (გარდაბანი, სართიჭალა), შპს “ბათუმის N4 პოლიკლინიკა“, სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი - 2010-ი“, შპს „სამედიცინო ცენტრი რკინიგზა 1872-ი“, შპს ქ. ფოთის N2 პოლიკლინიკა, შპს გორმედი (გორი), შპს მედალფა (კასპი), ააიპ კახეთი იონის გურჯაანის სამედიცინო ცენტრი“, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“ (ბათუმი), სს ქ. თბილისის მოზრდილთა N26 პოლიკლინიკა, შპს რუსთავის N2 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი, შპს პედიატრია (სამტრედია), შპს ჯეო ჰოსპიტალსი (გურჯაანი), შპს ჯეო ჰოსპიტალსი (კაჭრეთი, შპს მედიქალ პარკი საქართველო (ხაშური), შპს ალიანს მედი (ხაშური), შპს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წყალტუბოს პოლიკლინიკა, შპს წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო, შპს გეგუთის პოლიკლინიკა, შპს მედკაპიტალი (საბურთალო), შპს რუსთავის მედიცინის სახლი N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი“, შპს ჯეო ჰოსპიტალსი“(სამტრედია), შპს მედკაპიტალი (დიდუბე), შპს გგ(ქუთაისი), შპს „თბილისის N4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, შპს „მედკაპიტალი (მოსკოვის გამზირი), შპს უნიმედ კახეთი (ახმეტა), შპს ქუთაისის ბავშვთა N3 პოლიკლინიკა ,შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი (წალკა), შპს ჯეო ჰოსპიტალსი (წალკა), სს საჩხერის რაიონულ საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანება, შპს უნიმედი კახეთი ყვარლის ჰოსპიტალი“, შპს არქიმედეს კლინიკა (ლაგოდეხი), შპს არქიმედეს კლინიკა (წნორი), შპს მედკაპიტალი (გლდანი).

 

გასულ კვირას, „კომერსანტის“ მიერ გასაჯაროვებულ თემაზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა. მისი ინფორმაციით,  იმისათვის, რომ კლინიკამ შესაბამისი დაფინანსება მიიღოს, მას უნდა ჰქონდეს გაფორმებული ყველა სავალდებულო დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ მოქალაქეს ნამდვილად ჩაუტარდა აღრიცხული გამოკვლევა თუ მკურნალობა. არსებული ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსების მიღების მიზნით, კლინიკები პაციენტებს დამატებით, ხშირად არასაჭირო მომსახურებებს უფორმებდნენ და ბიუჯეტიდან თანხებს ამ გზით იღებდნენ.


ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს თანხა არ არის ჯარიმა და ეს არის არასწორად მიღებული თანხა ბიუჯეტიდან, რაც კლინიკებმა ბიუჯეტში უკან უნდა დააბრუნონ.


„2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული იყო სანქციები გაემკაცრებინა პირველად დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც, ვიხდით ანაზღაურებას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. ეს აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ მაშინ ხდებოდა დიდი რაოდენობის ყალბი დოკუმენტების მოწოდება. მონაცემებს გვაძლევდნენ საარჩევნო სიიდან, სატელეფონო ცნობარებიდან და ამაში ითხოვდნენ თანხას. მაშინ ეს სანქციები გამკაცრდა. მონიტრონგი მიდის ისე, როგორც მიდიოდა, სამწუხაროდ, ზოგმა დაწსებულებამ ვერ მოახდინა ადექვატური რეაგირება, ამიტომ მათ წინააღმდეგ ამუშავდა 2014 წელს შემოღებული სანქციები. ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობით, ჩვენ ერთი თვის წინ მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ეს საკითხი და საჯარიმო ნაწილი მოეხსნათ ამ დაწესებულებებს, თუმცა ბიუჯეტიდან არასწორად მიღებული თანხა უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.


სოფო ქსოვრელი 





3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო
access_time2020-01-27 15:50:44
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ინვესტორმა გასული წლის 23 აგვისტოს მიიღო.   შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ...


მსგავსი სიახლეები

up