კლინიკები ვალდებული ხდებიან, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება

კლინიკები ვალდებული ხდებიან, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება

access_time2017-05-30 15:35:57

სამედიცინო დაწესებულებებს კანონით დაკისრებული ვალდებულება ექნებათ, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამასთან, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

 

 

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონსა და "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ვანო ზარდიაშვილი.

 

 


როგორც ცნობილია, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურებებით კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები ვერ სარგებლობენ. როგორც კილაძემ განმარტა, აღნიშნულმა წარმოქმნა გარკვეული პრობლემები სამედიცინო სერვისების მიღებისას იმ შემთხვევებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული დაზღვეული პირის ბრალეულობა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში.

 

 

"დღეს მოქმედი კანონი ექიმს ავალდებულებს, აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის, თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე, თუმცა კანონში არსადაა ნახსენები სამედიცინო დაწესებულების მსგავსი ვალდებულების შესახებ. როგორც წესი, ექიმი სწორედ სამედიცინო დაწესებულების პოლიტიკის გამტარად გვევლინება. შესაბამისად, კერძოდ დაზღვეული პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი, როდესაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და ჯერ არ არის გარკვეული მისი ბრალეულობა. ბრალეულობის დადგენის პროცესი კი, შესაძლებელია რამდენიმე კვირა ან სულაც რამდენიმე თვე გაგრძელდეს. კერძო დაზღვევა მას მსგავს შემთხვევებს ამ პერიოდის განმავლობაში არ უნაზღაურებს. არსებობს რისკი, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უარი თქვას მის მიღებაზე დაზარალებულის ფინანსური რესურსების არქონის გამო. პრაქტიკაში გვხვდება ასეთი შემთხვევები", - ითქვა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

 

 



Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up