კლინიკები პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ მინისტრს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას სთხოვენ, გახარია - თალაკვაძეს ღია წერილი უკვე გადაეგზავნა

კლინიკები პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ მინისტრს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას სთხოვენ, გახარია - თალაკვაძეს ღია წერილი უკვე გადაეგზავნა

access_time2019-11-13 10:00:34

„სახელმწიფოს მიერ დადგენილი დაფინანსების ახალი სისტემა ნაჩქარევად არის მიღებული. რეგულაცია აუცილებლი იყო მაგრამ, სერვისის თვითღირებულებაზე ნაკლები თუ იქნა დაფინანსება,მაშინ ბევრი კლინიკა დაიხურება“, - ასე აფასებს   ჯანდაცვის სისტემის რეფორმას კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია. საუბარია,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებაზე. კარდილოგი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები არარეალურია.

 

ორ კამერიანი დეფიბრილატორის რეალური ფასი 15 000 ლარია, სახელმწიფოს მიერ კი შეფასებულია 11 500 ლარად. აორტოკორონალური შუნტირება ჩვენს კლინიკაში ღირდა 12 500 ლარი, ახლა  8 500 ლარი გახდა. ზოგ შემთხვევაში არსებული 12 500 ლარიც არ გვყოფნიდა. ეს ოპერაცია მომგებიანი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც თვეში 40 ოპერაციაზე მეტი კეთდებოდა. მაგრამ პატარ კლინიკებისთვის, რომლებიც თვეშ 20 ოპერაციას აკეთებენ ეს მომგებიანი არ არის“,- აცხადებს ანზორ მელია.


კლინიკა გულის დამფუძნებელი  „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ კლინიკა დაიხუროს. კარდიოლოგი გაძირებულ კომუნალურ ტარიფებზე და  გაუფასურებულ ლარზე საუბრობს, რაც მელიას თქმით, ჯანდაცის სფეროს დამატებით ტვირთად აწვება.

 


„ჩვენ აპარატურას,  მასალას დოლარში ვყიდულობთ. როდესაც დოლარი ასე გაუფასურდა, არ ვიცი როგორ უნდა ვიმუშაოთ. გაზი, ელექტროენერგია გაძვირდა, წამლების ღირებულება კატასტროფულ ნიშნულამდე ავიდა. ასეთ პირობებში ფასების დაგდება  კლინიკების განადგურების ტოლფასია. ამდენ კლინიკებს რომ მისცეს ლიცენზიები და სოკოებივით მომრავლდნენ, ალბათ მათი დახურვა აქვთ გეგმაში. მხოლოდ ის მრავალპროფილური კლინიკები  შეძლებენ ოპერირებას, ვისაც ზურგი მთავრობაში  ჰყავს , შემდეგ ალბათ იტყვიან, რომ მიღებული ფასები არასწორია და ტარიფს ისევ გაზრდაინ. ვინც პერსპექტიული ექიმია, ვინც სახელოვანი ექიმია ყველა წავა საზღვარგარეთ. გეტყვით იმას, რომ ისინი სამსახურებს უკვე ეძებენ. ჩემს კლინიკასაც შეიძლება გაკოტრება დაემუქროს , რადგან ყველაფერთან ერთად კრედიტს ვიხდი. მაქვს აპარატურა რომლის ღირებულება 600 000 დოლარია.  300 000 დოლარიანი მარტო ქირურგია. ეს არის უძირო ჭა, ძალიან ბევრი სამედიცინო მასალები გვჭირდება“,- განაცხადა ანზორ მელიამ.

 

მისი განმარტებით,  ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმაზე მუშაობის პერიოდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. კარდილოგი კომერსანტს უყვება, რომ კლინიკების წამყვანი სპცეილისტები რეფორმის გადავადებას ითხოვენ. მათ მიერ მომზადდა ღია წერილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრეს და პრემიერ მინისტრს უკვე გადაეგზავნა.

 

„ხალხი ისეა გადაგვარებული უფასო კუბოშიც კი ჩაწვება, არავის არ უნდა ფულის გახდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომ დავტოვო და მივიღო დადგენილი ტარიფები იმ წუთშივე უნდა გავჩერდე და დავხურო კარდიო კირურგია. მივყვები დაინებას და ვნახავ რა იქნება. კლინიკების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები შევიკრიბეთ და პრემიერ მინისტრის  და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დავწერეთ ღია წერილები სადაც ვითხოვთ, რომ რეფორმა 6 თვით გადაავადონ, რათა ამ პერიოდში დავსხდეთ მოვილაპარკოთ და ყველაფერი ავწონ–დავწონოთ“, -განაცხადა ანზორ მელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს მთავრობამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა წარადგინა. რეფორმის მიხედვით უწყებამ დაფინანსების ახალი სისტემა შეიმუშავა, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებს უჩნდებათ ვალდებულება პაციენტებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სისტემა დაწესებულებებს თანაბარ პირობებში აყენებს, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. სამინისტრო რეფორმის საჭიროებას პაციენტების მიერ გადახდილი მაღალი გადასახადებით ხსნის.


ბაჩო ადამია




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up