„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

access_time2020-04-03 16:25:10

ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური სექტორიც.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად მზად არიან კლინიკები  კორონავირუსის შემთხვევების ტოტალური ზრდის შემთხვევაში მიიღონ დაინფიცირებული პაციენტები და გაუძლებს თუ არა ჰოსპიტალური სექტორი ინფიცირებულთა დიდ ტალღას.

 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად საავადმყოფო მზად არის, თუმცა დაწესებულება მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება ვირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს კონკრეტული რიცხვი დაუსახელეს, თუ რა რაოდენობას უნდა მიაღწიოს დაავადებულთა რიცხვმა იმისთვის , რომ  კლინიკამ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღება დაიწყოს.  გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ გაცილებით უფრო დიდ რიცხვზეა საუბარი ვიდრე ახლა ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობაა.

 

„როდესაც გიორგი გახარია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა მზაობის გეგმა მაშინ განვიხილეთ. ჩვენ ცხადია მზადყოფნაში ვართ მაგრამ, ჩვენი დაწესებულება ვირუსთან ბრძოლაში მხოლოდ განსაზღვრულ ეტაპზე ჩაერთვება, ანუ როდესაც შემთხვევების რაოდენობა დიდი ციფრებს მიაღწევს. ეს არის სცენარი რომელიც შეიძლება არასდროს დადგეს, მაგრამ სახელმწიფო და ჰოსპიტალური სექტორი მზად უნდა იყოს ამ სცენარისთვის.  იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ჩართულობა არ იქნება საჭირო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ რესურსი არ გვაქვს, რომ ჩავერთოთ პროცესში, არამედ იმიტომ, რომ გარდა კორონავირუსისა კიდევ არიან პაციენტები, რომელთაც სხვა კლინიკური პრობლემები ექნებათ მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმის შეტევა, ინსულტი და ა.შ. ცხადია ამ ხალხსაც დასჭირდება საავადმყოფოში მიღება. მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს ინფიცირებული და არა ინფიცირებული პაციენტების შერევა. ამ ამოცანის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ“,- აცხადებს გიოორგი ლობჟანიძე.

 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ჰოსპიტალური სექტორი იმ შემთხვევაში გაუძლებს ინფიცირებულთა ტალღას თუ დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი კლინიკური მდგომარეობის განსაზღვრა მოხდება.  გიორგი ლობჟანიძის განმარტებით, თუ მარტივი, საშუალო და მძიმე შემთხვევა ყველა ერთად საავადმყოფოს არ მიმართავს, მაშინ ჰოსპიტალური სექტორი ამ დატვირთვას გაუძლებს .თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ პერსონალს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას, იმ მკურნალობის გაიდლაინებთან დაკავშირებით, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საავადმყოფოებს სთავაზობს.

 

„მთავარია, რომ ის პაციენტები, რომელთაც აქვთ კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა, იმართოს ბინაზე, ვისაც საშუალო მიმდინარეობის დაავადება აქვს იმართოს ჩვეულებრივ სტაციონარში და ვინც იქნება მძიმე მიმდინარეობით და ვისაც დასჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ის - კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებში. თუ ეს ასე დალაგდება , ანუ შეფასდება პაციენტების მდგომარეობა და სწორი მიმართულება მიეცემა მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი გაწვდება ამ ამოცანას და ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც, გვეყოფა რესურსი იგივე საწოლ ფონდის და სასუნთქი აპარატების მხრივ, რომ მეტნაკლებად ადეკვატურად ვმართოთ ეს შემთხვევები. ისე ვითარდება სიტუაცია, რომ ესეთი დიდი აფეთქება არ უნდა იყოს მაგრამ, ამ სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საქართველოში საკმაოდ განვითარებულია ჰოსპიტალური სექტორი, რასაც ადრე არ აფასებდნენ, მაგრამ ახლა ყველას უხარია ეს მოცემულობა, იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ არ სჭირდება საქართველოს ამდენი საწოლი, მაგრამ ახლა აღმოჩნდა რომ სჭირდება, რადგან კრიზისულ სიტუაციებში ყოველი საწოლი მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობაა ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ჩვენი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი სუნთქვის აპარატია გამართულ მდგომარეობაში“,- განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.

 

ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად არის კლინიკა „ჯერარსიც“. როგორც „კომერსანტს“ კლინიკის დირექტორმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკა ახალ რეალობას მოერგება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობას დაიწყებს. ქაცარავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ კლინიკა ვირუსთან ბრძოლაში ჩაერთვება, მოსამზადებლად ჯანდაცვის სამინისტრო 72 საათს მისცემს.

 

„ჩვენ მეტ-ნაკლებად მზად ვართ კორონავირუსით ინფიცირებულების მისაღებად. წინასწარ ვიყავით გაფრთხილებულები, რომ საჭიროების შემთხვევაში 72 საათით ადრე შეგვატყობინებენ გადაწყვეტილებას პაციენტების მიღებაზე. როგორც კი შეგვატყობინებენ ტრანსფორმაცია უნდა გააკეთოს კლინიკამ. გავლილი გვაქვს მონახაზი და გარკვეული პროტოკოლი მომზადებული გვაქვს. პერსონალთან ყოველდღე გვქონდა შეხვედრები და გარკვეულ ინსტრუქტაჟს იღებდნენ, მაგრამ თუ ეს გადწყვეტილება იქნება მიღებული დამატებით გავატარებთ ინსტრუქტაჟს. გრაფიკი გაწერილი გაქვს ვინ როგორ იმორიგევებს, თუმცა ეს ყველაფერი მოხდება მაშინ თუ ამის საჭიროება დადგება. შესაძლებელია, რომ ამის საჭიროება არ დაგვიდგეს“, -განმარტავს მამუკა ქაცარავა.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე გაუძლებს თუ არა ჰოსპიტალური სექტორი ინფიცირებულთა დიდ ტალღას კლინიკა „ჯერარსის“ დირექტორი პასუხობს.

 

„თუ სიტუაცია დრამატულად განვითარდება, გაუძლებს თუ არა დატვირთვას ჰოსპიტალური სექტორი ძნელი სათქმელია, იტალიამაც ვერ გაუძლო და ამერიკასაც უჭირს, აფეთქების ტალღას გააჩნია. თუ ყველა დაავადდა როგორ გაუძლებს? იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი იმ რეჟიმში წავა, რომ დატვირთვას გაუძლებს, შეიძლება სახელმწიფოს, საველე პირობებშიც მოუწიოს გარკვეული პუნქტები მოაწყოს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში ქვეყანას 15 000 საწოლი აქვს, მაგრამ გარკვეული რაოდენობა უნდა დარჩეს სომატური ავადმყოფებისთვის, ტემპი ისეთი არის, რომ შეიძლება დიდი აფეთქების ტალღა არ გვქონდეს და კლინიკებს არ მოუწიოთ გადავსება“, -ამბობს „ჯერარსის“ დირექტორი.

 

კლინიკა „ღია გულის“  სამედიცინო დირექტორი გიორგი მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ჰოსპიტალური სექტორი მზადაა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად. მისი თქმით, კლინიკების მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში სექტორმა აფეთქების ტალღას უნდა გაუძლოს.

 

 

„ჩვენ გვგონია, რომ მოვემზადეთ კარგად,  ყოველდღიურად განახლებულ გაიდლაინებს ვღებულობთ ჯანდაცვის სამინისტროსგან და იმის მიხედვით ვმოქმედებთ. ყველა ცვლილების შესახებ ინფორმაცის პერსონალს ჩვენ, დილის კონფერენციებზე ვაცნობთ“, - განაცხადა გიორგი მეგრელიშვილმა.

 


ბაჩო ადამია




25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა
access_time2020-05-25 14:00:50
ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად...

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს
access_time2020-05-25 15:00:04
ინვესტორთა საბჭოს დაკვეთით PWC საქართველომ ბიზნესზე Covid19-ის გავლენა გააანალიზა. კვლევაში 1 938-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების...


მსგავსი სიახლეები

up