კლინიკები ჯანდაცვის მინისტრის „მტკიცებულებების და დაკონკრეტების გარეშე“ გამოთქმულ ბრალდებებს აპროტესტებენ

კლინიკები ჯანდაცვის მინისტრის „მტკიცებულებების და დაკონკრეტების გარეშე“ გამოთქმულ ბრალდებებს აპროტესტებენ

access_time2022-04-28 15:14:50

ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელ, 27 აპრილის განცხადებებს ჯანდაცვის ასოციაცია პასუხობს, რომელიც კერძო კლინიკებს აერთიანებს.


ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია:


„ბოლო ორი წლის მანძილზე, COVID-19 პანდემიამ კაცობრიობა მრავალგვარი გამოწვევების წინაშე დააყენა. პაციენტების ჯანმრთელობის მართვის პასუხისმგებლობა მძიმე ტვირთად დააწვა სამედიცინო დაწესებულებებსა და პერსონალს, რომელთაც ყოველწუთიერად უწევდათ ბრძოლა პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. კოვიდ პანდემიის მართვაში 100-მდე კლინიკა იყო ჩართული, რომელთა უმეტესი ნაწილი “ჯანდაცვის ასოციაციის” წევრია.


საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული მრავალი ხარვეზის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის პერიოდში. ყველაფრის მიუხედავად, კოლაფსის საფრთხის პირას მყოფმა ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო, რომ პაციენტის ინტერესი მაქსიმალურად დაეცვა სისტემური ხარვეზების უარყოფითი გავლენისა და შედეგებისგან.


ჯანდაცვის მინისტრისა და ცალკეული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გადაჭარბებული საწოლფონდისა და სახელმწიფოს თანხების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ, შესაძლოა მრავალგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს და ეჭვქვეშ დააყენოს კეთილსინდისიერი სამედიცინო პერსონალის რეპუტაცია, რომელიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდა სხვის გადასარჩენად და ასევე შელახოს სამედიცინო დაწესებულების რეპუტაცია, რომელიც სახელმწიფო რესურსს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.


მიგვაჩნია, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან მოკვლევის დასრულებამდე, ყოველგვარი მტკიცებულების და დაკონკრეტების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბარი რეპუტაციულ ზიანს აყენებს განურჩევლად ყველა სამედიცინო დაწესებულებას და ჯანდაცვის ასოციაციის თითოეულ წევრს.



ბუნებრივია, პანდემიის მართვის გამოცდილება უცხო იყო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის, სადაც მცირედი გადაცდომა გარდაუვალი იქნებოდა. შეცდომებს სჭირდება გაანალიზება, საზოგადოების სხვადასხვა წევრების ჩართულობა, და ჰოსპიტალური სექტორის და სამედიცინო პერსონალის რეაბილიტაციაზე ზრუნვა, რომ მომავალში, რყევების გარეშე მოხდეს ანალოგიურ სირთულეებთან გამკლავება“.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მორიგი მწვავე განცხადებებით გამოვიდა წარსულში კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკების მიმართ და განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად ამ კლინიკებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. მინისტრმა არც დანაშაულის ფაქტების გამოვლენის და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა გამორიცხა. კერძოდ, მისი თქმით, კლინიკებში ირღვეოდა პაციენტების მიღების და გაწერის კრიტერიუმები და ხელოვნურად ხდებოდა პაციენტების რაოდენობის ზრდა.


მისივე თქმით, პიკურ პერიოდში კლინიკებში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო იმ დროს, როცა მობილიზებული იყო 9 200 საწოლი. აზარაშვილის თქმით, იანვარში, როცა მან უწყება ჩაიბარა და სიტუაცია გააანალიზა, ჩათვალა, რომ ამდენი საწოლის აუცილებლობა არ იყო და პირველი 1700 საწოლი პირველივე კვირაში გააუქმა. აზარაშვილის განცხადებით, კლინიკები მაშინაც გამოთქვამდნენ ბევრ პრეტენზიას, რომ სახელმწიფო არასწორ ნაბიჯებს დგამდა, ქვეყანა კი პანდემიის პიკში შედიოდა და საკმარისი საწოლები არ გვექნებოდა, თუმცა, მინისტრის განცხადებით, ახლა ვნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო.


„2 წლის განმავლობაში მინიმუმ 40%-ს ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს“, – აღნიშნა მინისტრმა.


მისივე თქმით, კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მინიმუმ 1 მილიარდი ლარი გადაუხადა კლინიკებს.


მინისტრმა ამ კონტექსტში კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა: „დანაშაულია, ჩემი აზრით, როდესაც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ დანამატებს არ აძლევდნენ და სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა დირექტორები და მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს მათ ხარჯზე“.


ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფექციების კონტროლის, ასევე ფინანსური თუ მკურნალობის პროტოკოლების შესრულების კუთხით მიმდინარე მონიტორინგის შედეგები გასაჯაროვდება და კონკრეტული კლინიკებიც დასახელდება, ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.


„შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და კლინიკები არასწორი გზით „შოულობდნენ“ ფულს,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up