კლინიკები დახურვის საფრთხის წინაშე - 520-ე დადგენილების შემდეგ ჰოსპიტალური სექტორი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა

კლინიკები დახურვის საფრთხის წინაშე - 520-ე დადგენილების შემდეგ ჰოსპიტალური სექტორი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა

access_time2020-03-26 10:00:39

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გეგმიური ოპერაციები 4 თვის ვადით გადავადდა. კომერსანტი დაინტერესდა, როგორ აისახება ახალი ცვლილება ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფ ჰოსპიტალურ სექტორზე, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ და როგორ გეგმავენ გაუმკლავდნენ ახალ სირთულეებს.

 

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ ეპიდემილოგიური თვალსაზრით მინისტრის გადაწყვეტილება გასაგებია. მისი განმარტებით,ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ კლინიკებში პაციენტების მომართვიანობა შემცირდეს და ადამიანები სახლში დარჩნენ. მაია მახარაშვილის თქმით, დღეს დაცული არავინაა და ინფიცირებული პაციენტი შეიძლება გეგმიურ ოპერაციაზე მივიდეს. მისი განმარტებით, კლინიკას ახალი გადაწყვეტილებით დიდი ფინანსურო დარტყმა მიადგება. ჰოსპიტალური სექტორის ერთადერთი იმედი ის დავალიანებაა, რომელიც სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ აქვს. როგორც მაია მახარაშვილი გვიყვება,სახელმწიფოს ამ ეტაპზე 4 თვის დავალიანება აქვს და კლინიკას გადამხდელუნარიანობას მომდევნო თვეების განმავლობაში სწორედ ეს დავალიანება შეუნარჩუნებს.

 

ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ერთ-ერთი გზაა ადამიანების ნაკადის შესამცირებლად. ჩემი აზრით, გეგმიური ოპერაციების 4 თვით გადადება უფრო თადარიგის დაჭერას ჰგავს , რადგან იმედი გვაქვს რომ მანამდე ქვეყანაში უკეთესი სიტუაცია იქნება. გადაწყვეტილება ფინანსურად საავადმყოფოზე ძალიან ცუდად აისახება, მაგრამ რას ვიზამთ, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, მას მოჰყვება სხვადასხვა პრობლემები. კონკრეტული რიცხვის თქმა,თუ რა ზარალი მიდგება კლინიკას ჯერჯერობით არ შემიძლია, მაგრამ გეტყვით, რომ მძიმე დარტყმა იქნება, რადგან  მარტო ოპერაციაზე არაა საუბარი.ასეთ დროს  მცირდება ამბულატორიაც. პლუს საოცრება ხდება  კურსთან მიმართებაში, სახარჯი მასალაც ძვირდება, შემოსავლის ერთადერთი იმედი რჩება ის დავალიანება, რომელიც სახელმწიფოს აქვს. პირობა მივიღეთ რომ დაჩქარებულად დავალიანების პერიოდი შემცირდება და სახელმწიფოსგან შემოვა თანხები იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ყველაფრის გადატანა. როცა მთელ ქვეყანაში რთული სიტუაციაა,კლინიკა ვერ იქნება გამონაკლისი, რომელსაც ყველაფერი კარგად აქვს“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

 

კლინიკა „გულის“ გენერალური დირექტორი, ანზორ მელია აცხადებს, რომ ახალი გადაწყვეტილება ჰოსპიტალურ სექტორზე უარყოფითად აისახება, მისი თქმით, კლინიკები მხოლოდ მწვავე პაციენტებს მოემსახურებიან. საბოლოოდ კი კარდიოლოგის განცხადებით,მათი  უმრავლესობა უახლოეს მომავალში დაიხურება


 

ჩვენ დამოკიდებული ვიყავით აზერბაიჯანზე და სომხეთზე, რადგან გეგმიურ ოპერაციებზე ადამიანები იქედან ჩამოდიოდნენ, ახლა ყველაფერი დაკეტილია ამიტომ პაციენტები ბევრი არ გვყავს. კლინიკები მხოლოდ მწვავე პაციენტებს მოემსახურებიან, რამდენი ოპერაცია უნდა იყოს მე არ ვიცი. კლინიკების საქმე 520-ე  დადგენილების ამოქმედების შემდეგ ისედაც ცუდად იყო,პლუს ამას ახალი გადაწყვეტილება დაემატება, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა. თუ ასე გაგრძელდა ნახევარ წელიწადში ბევრი კლინიკა დაიხურება. ახლა ერთადერთი საშუალება სახელმწფოს დარჩენილი ხუთ თვიანი დავალიანებაა,თვეში ერთხელ რომ გვირიცხავენ, ამით სიცოცხლეს ვიხანგძლივებთ. ეს თანხა რომ ამოუწურება,საშინელება შემდეგ გველოდება.დარგი აღარ განვითარდება. აპარატურა თუ ყოველწლიურად არ განაახლე, ვერ განვითარდები და კონკურენტუნარიანი ვერ იქნები. აპარატურის განახლება კი არა ახლა ხელფასები როგორ გადავიხადოთ მაგაზე ვფიქრობთ“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

 

მინისტრის ახალ გადაწყვეტილებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე კომერსანტთან  „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძეც საუბრობს:

 

„გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებული განაცხადების ვადა ორი თვიდან ოთხ თვემდე გახანგძლივდა, ეს ნიშნავს რომ მაქსიმუმ 3 თვეა ის ვადა რა პერიოდშიც შეიძლება განაცხადი განხილულ იქნას. თუმცა, ცხადია ის შეიძლება ერთ კვირაში იქნას განხილული. ამის პარალელურად ე.წ. „სასწრაფოდ დაყოვნებული“ ოპერაციების განაცხადების განხილვის წესი არ შეცვლილა. ამ პერიოდში მომართვა პრაქტიკულად მიზერულია, თვითმიმართვიანობის აქტივობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ახლა სწორი მენეჯმენტია საჭირო იმისთვის, რომ კლინიკებს მუშაობაში პრობლემები არ შეექმნათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან დავალიანებას რასაც მიიღებენ ისე უნდა გადანაწილდეს მომდევნო თვეებში, რომ დაბალ შემოსავლიანი თვეები გარკვეულწილად დაკომპენსირდეს“, - განმარტავს იაგო კალანდაძე.

 


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up