კლინიკა „ჰელსიკორმა“ № 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, შესაძლოა  ისრაელის და აშშ-ის საელჩოს მიმართოს

კლინიკა „ჰელსიკორმა“ № 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, შესაძლოა ისრაელის და აშშ-ის საელჩოს მიმართოს

access_time2020-02-03 16:30:21

საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების თაობაზე გასულ წელს ჯანდაცვის განვითარების საბჭოს დაქვემდებარებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამედიცინო საზოგადოების აქტიურობის შედეგ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებულ რეფორმაში არსებული ხარვეზები უნდა შეესწავლა. თუმცა, ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებენ, რომ 10 იანვრის შემდეგ შეხვედრა არ შემდგარა.  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტოს მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგიერთ მათგანს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება მოუწიოს.


სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პროცესებში ამერიკის და ისრაელის საელჩოების შესაძლო ჩართვას გეგმავს კლინიკა „ჰელსიკორი“. როგორც მედიაჰოლდგინგს კლინიკის დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ განუცხადა, უცხოელ ინვესტორებს დადგენილი ტარიფებით მუშაობა წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

 

„ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი დამფუძნებელი არის ისრაელის მოქალაქე, მეორე- ამერიკის მოქალაქე , მოგვიწევს პრობლემებთან დაკავშირებით ჯერჯერობით საელჩოებს მივმართოთ, რადგან ეს არის უცხოური ინვესტიცია და აუცილებლად მოვითხოვთ პროცესებში საელჩოების ჩართვას. ამის შემდეგ გადავწყვიტავთ დავტოვებთ თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ინვესტორები სამედიცინო დარგის წარმომადგენლები არიან , ერთ-ერთი მათგნი არის ისრაელის წამყვანი ანგიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და როდესაც ის გაეცნო იმ ტარიფიკაციას რომელიც სამინისტრომ წარმოადგინა, ადამიანს უბრალოდ არ სჯეროდა, რომ სამინისტრომ შეიძლება ესეთი რამე წარმოადგინოს. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი კალკულაცია, არაპირდაპირი ხარჯი 3 000 ლარიდან 286 ლარამდე შეამცირეს,  როგორ დათვალეს და საერთოდ რა გააკეთეს არ ვიცი“, - განმარტავს რუსუდან ლაგვილავა.


 

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის უარყოფით შედეგებზე ჰოსპიტალური სექტორი თავიდანვე საუბრობდა და დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ  სამედიცინო საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა. კლინიკების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ  დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია და შედეგად პაციენტებისთვის ხარისხიანს მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებდნენ. პირველადი უარყოფითი შედეგის შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვენ. დეპუტატებთან ერთად ეკატერინე ტიკარაძისთვის კითხვების დასმას ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებიც გეგმავენ. როდის მივა ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში ჯერჯერობით უცნობია.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up