კლიმატური კრიზისი: ტოპ-კომპანიების მიერ გაზვიადებული პროგრესი

კლიმატური კრიზისი: ტოპ-კომპანიების მიერ გაზვიადებული პროგრესი

access_time2022-02-11 19:30:00

კორპორაციები მუდმივად ზეწოლის ქვეშ არიან, რათა დააჩქარონ კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად საჭირო ქმედებები და შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. თუმცა ეს ბევრი მათგანისთვის, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისთვის, საკმაოდ რთული პროცესი ჩანს.


კლიმატის ინსტიტუტის (New Climate Institute) ახალი კვლევის თანახმად, ჯამში 25 კორპორაციის შესწავლით დადგინდა, რომ მსოფლიოს ბევრი უმსხვილესი კომპანია სულაც ვერ აღწევს საკუთარ დასახულ კლიმატურ მიზნებს. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად აზვიადებენ და არასწორ ინფორმაციას აქვეყნებენ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. მსგავს კომპანიებს შორის კი ისეთი გიგანტები არიან, როგორიცაა Google-ი, Amazon-ი, Ikea, Apple-ი და Nestle. ანგარიშში განხილულია არსებული კომპანიების მიერ საჯაროდ გამოცხადებული სტრატეგიები, სათბური აირების ემისიების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიმართული.


კორპორაციული კლიმატის პასუხისმგებლობის მონიტორინგი (CCRM) არაკომერციული ორგანიზაციების New Climate Institute-ისა და Carbon Market Watch-ის მიერ ჩატარდა. ანგარიშის თანახმად, შესწავლილ კომპანიებზე სათბური აირების გლობალური ემისიის 5% მოდის, რაც მათი გავლენის მოცულობაზე მიუთითებს და ასევე ხაზს უსვამს უზარმაზარ პოტენციალს, რომელიც აღნიშნულ კომპანიებს კლიმატური ცვლილებების ლიდერობის მხრივ აქვთ.


ზოგიერთმა კომპანიამ, მათ შორის Nestle-მ, BBC News-თან ინტერვიუში ანგარიშის შედგენისას გამოყენებულ მეთოდს უნდობლობა გამოუცხადა და კლიმატური ცვლილებების შესანარჩუნებლად საჭირო ზომების მიღებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა. ხოლო Amazon-ის ინფორმაციით, მათ მიერ დასახული გეგმა ამბიციური, კლიმატური კრიზისის სერიოზულობიდან გამომდინარეა, და ახლა, როგორც არასდროს, მოქმედება აუცილებელია. თავად Amazon-ს 2040 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევა სურს, ოპერაციების გადართვა 100%-ით განახლებად ენერგიაზე კი 2025 წლისთვის დასახული მიზანია. Google-ი ნახშირბადნეიტრალურობის პირობას 2030 წლისთვის დებს, Ikea-საც ამ დროისთვის სურს, „კლიმატურად პოზიტიური“ გახდეს.



ანგარიშში თითოეულ ფირმას, განსხვავებული ხარისხის ე.წ. „პატიოსნების ნიშანი“ მიენიჭა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი შედარებით კარგად ახერხებს ემისიების შემცირებას, თუმცა არცერთი არ შეფასებულა „მაღალი პატიოსნებით“ (high integrity). კვლევით შეფასდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ემისიების ყოველწლიური გამჟღავნება, ემისიის წყაროების დაყოფა, ინფორმაციის გამჟღავნების ხარისხი. პრობლემაა ისიც, რომ კომპანიათა უმრავლესობის გეგმები არ მოიცავს ემისიების წარმოშობის ყველა გზას. მაგალითად, Apple-ის შემთხვევაში, კომპანიის ემისიების 70% მოდის მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე კომპანიის პროდუქციის მოხმარებისას, რასაც თავად ემისიების შემცირების გეგმა არ აერთიანებს. მიუხედავად ამისა, კვლევითი ორგანიზაციების განცხადებით, ყველა კორპორაციას აქვს გაუმჯობესების პოტენციალი.


კლიმატის ინსტიტუტის დასკვნით, კომპანიების არსებული სტრატეგიები, განხორციელების შემთხვევაში, ემისიებს მხოლოდ 40%-ით შეამცირებს. 25 კორპორაციიდან კი მხოლოდ სამია მზად წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვში ნახშირბადის ემისიების 90%-ით შემცირებისათვის: Maersk-ი, Vodafone და Deutsche Telekom-ი. რაც შეეხება სხვა გიგანტებს, კვლევის მიხედვით, „ზომიერად პატიოსანი“ Apple-ი აღმოჩნდა, „დაბალი პატიოსნებით“ Amazon-ი, Google-ი და Ikea გამოირჩევიან, ბოლო ადგილებს კი, Nestle და Unilever-ი ინაწილებენ.


წყარო: forbes.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up