კლიმატურ ცვლილებებს ჯანმრთელობისთვის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევენ

კლიმატურ ცვლილებებს ჯანმრთელობისთვის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევენ

access_time2021-10-17 23:00:50

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილება მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ჯანმო სახელმწიფოების ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. კატასტროფისთვის თავის ასარიდებლად, მსოფლიო ტემპერატურის ზრდა მაქსიმუმ 1,5˚C-ით უნდა განისაზღვროს.

ჯანმოს ინფორმაციით, კლიმატური ცვლილებები მოსახლეობაში დაავადების ზრდის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და კვების სისტემის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ კლიმატური კრიზისით გამოწვეული პრობლემები არაპროპორციულად აისახება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ბოლო 50 წელიწადში გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ხევს უკან. ჯანმოს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი რისკები, მაგალითად, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 13,7 მილიონი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია, რაც გლობალური სიკვდილიანობის თითქმის მეოთხედს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს სათბურის აირების ემისიის შემცირებისკენ და მწვანე პოლიტიკაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდებს. პანდემიის დასრულებასთან ერთად, საჯარო პოლიტიკის ყველა დონეზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უმთავრეს საკითხად უნდა დადგეს. ჯანმო მოსახლეობას ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლას, მათ შორის ავტომობილების ველოსიპედებით ჩანაცვლებას და მცენარეული დიეტის დაცვას ურჩევს. ორგანიზაციის რეკომენდაცია გამონაბოლქვის შემცირებასთან ერთად, ძლიერი კვების სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და ყოველწლიურად დიეტასთან დაკავშირებულ 5 მილიონამდე სიკვდილს აღკვეთს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციამდე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამიტის მონაწილეები იზიარებენ 2015 წლის პარიზის შეთანხმებას, კრიტიკოსები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი სამიტის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. როგორც გარემოსდამცველმა გრეტა ტუნბერგმა განაცხადა, ქვეყნების ლიდერები მხოლოდ აცხადებენ, რომ იციან, როგორ უნდა ებრძოლონ კლიმატურ კრიზისს, თუმცა საკმარის ზომებს არ იღებენ, რაც მხოლოდ და მხოლოდ მათი მხრიდან სიცრუეზე მიუთითებს



წყარო: forbes.ge




სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!

სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!
access_time2021-12-07 09:55:26
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს...

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...


მსგავსი სიახლეები

up