კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

access_time2020-08-07 19:10:33

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და ამ ცვლილებისადმი ადაპტაციისმიზნით საქართველოში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ყვარელში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილენინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარენინო წილოსანიდა UNDP-ის ხელმძღვანელილუიზა ვინტონი ესწრებოდნენ.


გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა კლიმატური კატასტროფების მართვასა და ადრეული შეტყობინების სისტემების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ამ სფეროში საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოში აღნიშნული მექანიზმების დანერგვისთვისაუცილებელ ნაბიჯებზეიმსჯელეს. აღინიშნა, რომ ადაპტაციასთან დაკავშირებული ზომების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს ზარალს და ხელს შეუწყობს მაღალი რისკის ზონებში მცხოვრებთა უსაფრთხოებას.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,ნინო თანდილაშვილმაშეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობაკლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს და რეფორმებს ატარებს, მათ შორის, საკანონმდებლოდონეზე.



2019 წლიდან, საქართველოში ხორციელდება ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის დაცვას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან. ამ შვიდწლიანი პროგრამის შესრულების შედეგად, გაიზრდება მოსახლეობის მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, შემცირდება კლიმატური კატასტროფების ზეგავლენა ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხისგან.შვიდწლიანი ინიციატივა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთისა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით. პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
სამუშაო შეხვედრა, რომელსაცსაქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობებისფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.

თეგები:
კლიმატი



„სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა“

„სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული საქმიანობის შეზღუდვა რთული იქნება, მევახშეობის აკრძალვა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა“
access_time2020-09-22 12:30:19
„მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა...

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს

12:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2850 ლარი ღირს
access_time2020-09-22 12:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2350 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2050 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2810...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
access_time2020-09-22 09:55:58
ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე. „ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების,...

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა
access_time2020-09-22 10:00:48
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების -...


მსგავსი სიახლეები

up