აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გლობალური დათბობა შეამცირებს ქერის წარმოებას - ლუდის ძირითადი ინგრედიენტის. გვალვების შედეგად, რომელიც გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობის კულტურაზე, ალკოჰოლური სასმელის მოხმარება მსოფლიოში 16%-ით შემცირდება. ამის შესახებ სტატია ჟურნალ Science Alert-ში გამოქვეყნდა.
ცნობილია, რომ კლიმატური ცვლილებები შეამცირებს ყავის და ღვინის წარმოებას. ახალ კვლევაში სპეციალისტებმა დაადგინეს, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდით, შემცირდება ლუდზე წვდომაც.
გლობალური დათბობის ეფექტი ყველაზე თვალსაჩინო იქნება ჩინეთში, სადაც ლუდის მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ამ ქვეყანაში ლუდის გაყიდვა 4,34 მილიარდი ლიტრით შემცირდება. დიდ ბრიტანეთში ეს მონაცემი 1,33 მილიარდი ლიტრით დაეცემა, ხოლო აშშ-ში - 3,48 მილიარდი ლიტრით.
მეცნიერების თქმით, ლუდის სიმცირის გამო, მისი დალევა შესაძლოა ფუფუნების საგნებად იქცეს.