კლაუდია როთი: ჩვენ, გერმანელებმა, ევროპელებმა საქართველოს მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ

კლაუდია როთი: ჩვენ, გერმანელებმა, ევროპელებმა საქართველოს მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ

access_time2020-02-16 14:49:09

„ჩვენ, გერმანელებმა, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა იმ ცვლილებებისა და გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას“, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მხარეებმა რუსული ოკუპაციის ფონზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კლაუდია როთმა განაცხადა, რომ ევროპამ საქართველოს მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

„მე ვიტყოდი, რომ ეს ოჯახის წევრთან შეხვედრას ჰგავდა, რადგანაც შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ამ შესანიშნავ ქვეყანასა და ხალხზე.

ვფიქრობ, ჩვენ, გერმანელებმა, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა იმ ცვლილებებისა და გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

რა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს თქვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, იფიქროს, რომ გასაკეთებელი უკვე გააკეთა და რომ საქართველო შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას.


ათასობით ადამიანი არის იძულებით გადაადგილებული. მე ვიყავი იქ. იმ ადგილს საზღვარს ვერ დავარქმევ, რადგანაც ის საქართველოს ფარგლებშია. მე ვესაუბრე ხალხს, რომელიც ტიროდა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რომლებსაც იტაცებენ.

ჩვენ, ევროპელებმა ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოში არსებულ ვითარებაზეც. მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონში საქართველოს ენიჭება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ.

ჩვენ ასევე განვიხილეთ თქვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხი, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ტურიზმმა უნდა ითამაშოს. ბევრი გერმანელი ჩამოდის საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა როთმა.

დავით ზალკალიანისა და კლაუდია როთის შეხვედრა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.


Imedinews 

თეგები:
გერმანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up