დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს

access_time2018-08-17 17:05:44

20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს: 


„უფლება არ გვექნება სადისტრიბუციო კომპანიებს, რომ  ჩვენი თანამშრომლების ქონება იპოთეკით  დავტვირთოთ. როცა სადისტრიბუციო კომპანიას თანამშრომელი  სამსახურში აჰყავთ , ფული რომ არ გაფლანგოს, უზრუნველყოფის მხრივ ვიდებთ მის ქონებას.  როდესაც დაასრულებს საქმიანობას და სამსახურიდან წავა, ვალდებულება  თუ არ ექნება კომპანიის წინაშე ჩვეულებრივ თავისუფლდება. კანონი როგორც კი შევა  ძალაში ჩვენ არ გვექნება უფლება ჩვენი თანამშრომლის ქონება უზრუნველყოფის სახით ჩავიდოთ.“


ივა ჭყონია ამბობს, რომ სადისტრიბუციო კომპანიები მძიმე ფინანასურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან: 


„რიგ შემთხვევაში ათობით ათას ლარზე არის თანამშრომელი პასუხისმგებელი.  არის რისკი, რომ დისტრიბუტორმა ეს ფული სავაჭრო ქსელში მოაგროვოს და წავიდეს. ასეთი ფაქტები ხშირი იყო ვიდრე რისკების განეიტრალება ქონების უზრუნველყოფით არ მოხდა.“ 



ივა ჭყონიას განმარტებით, თანამშრომლის  უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა  კომპანიის სასარგებლოდ ნოტარიუსთან ხდებოდა:  


„ეს პროცედურა სადისტრიბუციო კომპანიას დაახლოებით 400-500 ლარი უჯდებოდა. მაგრამ ღირდა ამ ხარჯის გაწევა, რადგან რაც ეს პროცედურები დავიწყეთ, სავაჭრო ქსელში ფულის გაფლანგვის რისკფაქტორი 100-დან 5 % -მდე დაეცა. თანამშრომლებმა იცოდნენ,  იცოდნენ, რომ თუ ფულს გაფლანგავდნენ უძრავ ქონება დაკარგავდნენ“.


ივა ჭყონიამ  „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ ამ პრობლემას  მთავრობის კანცელარიასი არსებუ ეკონომიკურ საბჭოზე დააყენებს. 


საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც, 20 აგვისტოს ამოქმედდება  კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) რ იქნებიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ.


სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით, დაუშვებელი ხდება ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეებზე სესხის გაცემა ავტომობილის,  სარკინიგზო ტრანსპორტის ან სასოფლო - სამეურნეო მანქანის დამხმარე  საშუალებების, მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, აგრეთვე  წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით;


ნინო ნატროშვილი






შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....


მსგავსი სიახლეები

up