კითხვები არ გაგიჩნდათ, როცა პრემიერ-მინისტრის წერილი მიიღეთ? - ლევან კობერიძის შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

კითხვები არ გაგიჩნდათ, როცა პრემიერ-მინისტრის წერილი მიიღეთ? - ლევან კობერიძის შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

access_time2020-04-22 16:15:38

„ქ-ნ პრეზიდენტო, პრემიერის წერილი რომ მიიღეთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, სადაც არანაირ კონკრეტიკაზე საუბარი არ იყო, არ გაგიჩნდათ კითხვები? ამ ქვეყანაში არ გინდათ რომ რაიმე ციფრებზე და გათვლებზე როდესმე იყოს საუბარი?“ -საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ კითხვები გააჟღერა, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას შეეხებოდა.


პარლამენტმა კი დღეს პლენარულ სესიაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა 97 ხმით, 10-ის წინააღმდეგ. კენჭისყრას 115 დეპუტატი ესწრებოდა. საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების თაობაზე ბრძანება პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. პრემიერის ნაცვლად სხდომაზე საკითხი წარადგინა, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.


სხდომაზე ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია რამე გადაწყვეტილების მიღებამდე კონკრეტულ ციფრებზე საუბარი, როცა საქმე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ან მისი მოხსნის სავარაუდო ვადას უკავშირდება.



„საზოგადოების ინტერესი არის ის, რომ მიიღოს ინფორმაცია.  ჩვენი ინტერესიც  ისაა, რომ მივიღოთ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია და მედიაში მოკრებილად არ ვეძებოთ განცხადებები. მე ქალბატონ პრეზიდენტთან მაქვს შეკითხვა, როდესაც მიიღეთ ეს წერილი პრემიერ-მინისტრისგან, სადაც არანაირი კონკრეტიკა არ არის, თუ რა მდგომარეობის, რამდენი ინფიცირებული, რამდენი საწოლი უნდა იყოს დატვირთული, რომ მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა, კითხვები არ გაგიჩნდათ? რამე ციფრებზე ოდესმე იქნება ამ ქვეყანაში საუბარი? მე მგონი, არაადეკვატურობის იქითაა უკვე ეს ყველაფერი“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს მიმართვა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ 21 აპრილს გაუგზავნა.

 

მარიამ მორგოშია

 





„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!
access_time2020-10-27 11:30:31
მეგატექნიკაში სამსუნგის ფესტივალი დაიწყო! მეგატექნიკას ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში, სამსუნგის ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას თქვენ  დასაჩუქრდებით ისეთი გრანდიოზული საჩუქრებით როგორიცაა ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, საუნდბარი და სასაჩუქრე ვაუჩერები. მაგალითად თუ თქვენ უახლესი სმარტფონის შეძენა გსურთ, აუცილებლად უნდა გვეწვიოთ ფილიალებში და მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონებზე. ფესტივალის ფარგლებში Trade In აქციით სარგებლობაც არის...

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა
access_time2020-10-27 13:00:22
პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და სწორედ ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ იცოდა სწორი რეაგირება პანდემიაზე; არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე;...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო
access_time2020-10-27 12:55:55
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკუთარი ბიუჯეტიდან მხატვრული ფილმის „სად მიდის ლიზა?“ გადაღებას 150 ათასი ლარით დააფინანსებს. ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ნანა ჯანელიძე, ხოლო სცენარის ავტორები ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი და ნანა ჯანელიძე არიან. აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ნანა ჯანელიძეს, რომელიც ბევრი საერთაშორისო კონკკურსის ჯილდოს მფლობელია, ქართველი მაყურებელი მას ფილმებიდან „მონანიება“ და „იავნანა“ იცნობს. ფილმი რეალურ ფაქტებზე არის აგებული და ეფუძნება ომში მონაწილე ქართველების და...


მსგავსი სიახლეები

up