შეკითხვა „ქართულ ოცნებას“: რატომ გაიზარდა 2017 წელს  სსიპ-ებსა და (ა)აიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა?

შეკითხვა „ქართულ ოცნებას“: რატომ გაიზარდა 2017 წელს სსიპ-ებსა და (ა)აიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა?

access_time2018-07-09 09:00:00


დღეს საქართველოს საჯარო სამსახურში 283 ათასი ადამიანია დასაქმებული.  

„ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთ-ერთი დაპირება ბიუროკრატიული აპარატის შემცირება იყო, თუმცა როგორც სხვა ბევრი დაპირება ესეც შეუსრულებელი დარჩა.  

 

ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის საეჭვო  სურათი აშკარად  ჩნდება სსიპ-ების და ()იპ-ების მაგალითზე.

 

ამ უწყებებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ ბოლო წლებში 150,305- ს მიაღწია.


შტატგარეშედ დასაქმებულთა რაოდენობა კი საქართველოს  შეიარაღებული ძალებში დასქმებულთა რაოდენობას გაუტოლდა და 38,470-მდე გაიზარდა.

(თავდაცვის უწყებაში დასაქმებულა რაოდენობა  40 ათასია.)

 

„კომერსანტი“ სვამს კიხვას: 1) რატომ გაიზარდა 2017 წელს სსიპ-ებსა და (ა)აიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა?


2)რატომ იზრდება კატასტროფულად თანამშრომელთა რაოდენობა და მათი ხელფასები, რომელიც მილიონობით ლარს შეადგენს?  


3) როდის დაინტერესდება ხელისუფლება რა ხდება  სსიპ-ებსა და (ა)აიპ-ებში?

 

ზემოთ დასახელებული რიცხვები  ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატმა მამუკა ბახტაძე  დაასახელა. მანამდე ეს მონაცემი მყარად იყო გასაიდუმლოვებული.



მათ მოპოვებას  არასამთავრობო ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დიდხანს ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. საჯარო უწყებების დიდმა ნაწილმა საჯარო ინფორმაციის გაცემა არ ისურვა.


მიუხედავად არასრული მონაცემებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა  -საქართველოს“ კვლევიდან  მაინც ჩანს,   2012 წლიდან 2017 წლამდე როგორ იზრდება  სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ების, იქ დასაქმებულთა და მათი ხელფასების რაოდენობა:

 

·  2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი უკვე 74 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში ეს რაოდენობა 12 632-მდეა გაზრდილი;

 

·  2012 წელს 38 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 1 077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს მათმა რაოდენობამ 67 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის ფარგლებში - 7 193 შეადგინა;

 

 

·  2012 წელს 45 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომლებმა ხელფასის სახით თითქმის 77 მლნ ლარი აიღეს, რაც 2016 წლისთვის 72 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 165 მლნ ლარს აჭარბებს;

 

·  2012 წელს 39 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 29, 5 მლნ. ლარი გაიცა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასის სახით, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 62 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში კი თითქმის 51 მლნ ლარს გადააჭარბა.


არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები და ექსპერტები ხშირად მიანიშნებენ, რომ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში ჩინოვნიკთა მხრიდან ნეპოტიზმსა და კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი. იმასაც ამბობენ,  რომ ხშირად ამ უწყებაში პარტიაში შედგენილი სიებით ხდება თანამშრომელთა დანიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებს საჯარო ინფორმაციაზე რეაგირება ევალება, დღემდე არცერთი განცხადებით არ დაინტერესებულან — რატომ? 

 

2016 წლის 22 სექტემბერს გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“. ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბიუროკრატია  შემცირდა:

 

თუ ბიუჯეტი იზრდება, როგორც წესი, ხარჯები უნდა გაიზარდოს ბიუროკრატიაზეც. რომ შეადაროთ, 2015 წლის ხარჯები ბევრად დაბალია ვიდრე 2012 წლის. ამ დროს ნახეთ და გაიხსენეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო პრემიებზე, რომ აი ძარცვავს ლამის ახალი ხელისუფლება, ამ დროს სახელისუფლებო სტრუქტურებში ბიუროკრატია შემცირდა 17 თუ 18 000-ით და ამ ფონზე 60 000-ით მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. ეს არის რეალობა და სტატისტიკა. ”

 

თუმცა „კომერსანტის“ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა საწინააღმდეგოს აჩვენებს.

ბიუროკრატიის შემცირება , „ქამრების შემოჭერა“  კოალიცია ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრებისთვის მიმზიდველი თემაა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც თანამდებობაზე 2018 წლის 20 ივნისს დაინიშნა, განაცხადა რომ   მომდევნო წლების განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საჯარო მოხელეთა ხელფასები 3.9%-ზე მაღალი არ უნდა იყოს.

 

საგულისხმოა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებული 2018 წლის ბიუჯეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ხელფასების კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე - 3.3%-ზე დაწევას ითვალისწინებდა.

 

ქვეყანაში მზარდ ბიუროკრატიას ხელფასს ბიზნეს-სექტორი უხდის. ბიუჯეტში აკრეფილი საგადასახადო შემოსავლებიდან ფული სამთავრობო მოხელეთა შენახვაზე იხარჯება. 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 2018 წლის ბიუჯეტში  2.78 მილიარდი ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, ზრდა 8.1%-ია.




ნინო ნატროშვილი

 





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up