,,კირკე“ - თავის მოვლის ორგანული საშუალებები ქართველი ქალი მეწარმისგან

,,კირკე“ - თავის მოვლის ორგანული საშუალებები ქართველი ქალი მეწარმისგან

access_time2021-09-01 16:00:22

სექტემბრის ბოლოს ქართული პრენდი ,,კირკე“ საქმიანობას საკუთარ სახელოსნოში გააგრძელებს. ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა მცირე საწარმომ ამისთვის სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა. საწარმოს დამფუძნებელია ნანა თავხელიძე, რომელიც 4 წელია, ამ ბიზნესში აქტიურად არის ჩართული.


ფარმაცევტულ ბაზარზე 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ მან წარმატებით შეძლო მიღებული გამოცდილება ბიზნესად ექცია და სტარტი აეღო როგორც ჰიგიენური, ასევე სამკურნალო საშუალებების წარმოებაში, რომელიც უკვე ასობით მომხმარებელს ემსახურება და ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის შეკვეთებსაც იღებს.

მიღებული დაფინანსება მეწარმეს წარმოების გაფართოებაში დაეხმარება, რაც  გულისხმობს სამუშაო ინვენტარის განახლებასაც, ეს არის საპნის ფორმები, მრავალსიმიანი საჭრელები, კოსმეტიკის დასამზადებელი დანადგარები, ასევე საშრობი თაროები და სხვა საჭირო ინვენტარი, რათა მწარმოებლის საკუთრებაში არსებული ფართი სახელოსნოდ იქცეს. 

,,ნატურალური საპნების მიმართულებით მაქვს ყოველდღიური მოხმარების, სახის, ტანის, თმის (შამპუნი-საპნები) დასაბანი მყარი და თხევადი საპნები. ვამზადებ სამკურნალო დანიშნულებით შემდეგ საპნებს: კუპრის, გოგირდის, ნახშირის საპნებს. ცოტა ძნელია, მაგრამ ვცდილობ, ადგილობრივ ნედლეული გამოვიყენო. მოვძებნე და აქტიურად ვიყენებ: ქართული წარმოების აბრეშუმის კოკონს, ასევე „ნუკრიანის ლავანდა“-ს პროდუქტებს: ლავანდის ეთერზეთს, ლავანდის, სალბის (შალფეი) და უსუპის ჰიდროლატებს. ისინი ჩემი კოსმეტიკის აუცილებელი კომპონენტებია. ასევე „ქართული ზეთისხილი“-ს ზეთს, რომელიც თითქმის ყველა საპნის შემადგენლობაშია. კოსმეტიკურ კრემებში ჯერ-ჯერობით მაქვს ვირის რძით დამზადებული 5 პროდუქტი: დღის ანტიასაკობრივი კრემი, მკვებავი კრემი, ხელის კრემი, ტანის კრემი და კრემი გაუხეშებული ქუსლებისათვის. ახლა ინვენტარის ძიების პროცესში ვარ, ძალიან მალე მომიწევს საქმიანობის გაგრძელება საკუთარ სახელოსნოში, თითქმის ბოლომდე გავედით“, - ამბობს მეწარმე.



ნანა თავხელიძის თქმით, სექტემბრის ბოლოს სახელოსნო მზად იქნება. მანამდე, 6 სექტემბერს, ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარს სააგენტოსთვის ანგარიშის წარდგენა მოუწევს, რისთვისაც მზადაა.

ამ ეტაპზე ,,კირკეს ბრენდის ქვეშ არსებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა არ ხდება, თუმცა კომპანიას ყავს აქტიური დამკვეთი ვირის რძის საპნების 10 მდე სახეობისა, რომლებიც საპნის რეალიზებას უცხოეთში ახდენენ. ადგილობრივ ბაზარზე  პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ონლაინ გაყიდვებით ხორციელდება. ამასთან, სამეწარმეო მარკეტებში თითქმის ყველგან აქტიურად არის წარმოდგენილი.


როგორც მცირე მეწარმე ამბობს, აქამდე თვეში 2000 ლარამდე პროდუქციის გაყიდვას ახერხებდა და სახელოსნოს ფუნქციონირების შემდეგ შეძლებს, რომ ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე, მინიმუმ, გააორმაგოს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up