კინოთეატრ „რუსთაველის“ ახალ პროექტს უარი ეთქვა

კინოთეატრ „რუსთაველის“ ახალ პროექტს უარი ეთქვა

access_time2021-02-05 17:00:21

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრ „რუსთაველზე“ სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე მფლობელს უარი ეთქვა. დოკუმენტის მიხედვით, კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

 

სასურველია მაქსიმალურად შესწავლილი და გაანალიზებული იქნას სევეროვის თავდაპირველი პროექტი და მასზე დაყრდნობით შესაძლებლად მიმაჩნია შემდგომ წლებში გადაგვარებული სივრცეების შეცვლა, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. რაც მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ შენობაში (როგორც ყოველთვის იყო) წამყვან ობიექტად, როგორც არქიტექტურულად ისე შინაარსობრივად უნდა დარჩეს კონო-თეატრი რუსთაველი. რაც შეეხება დაშენებას, შესაძლებლად მიმაჩნია იმ შემთხვევაში თუ ის არ დაარღვევს შენობის პროპორციებს, პირიქით ხაზს გაუსვამს მის არაჩვეულებრივ არქიტექტურას და მაქსიმალურად მიუახლოვდება ოქროს კვეთებს. პროექტის შესაფასებლად წარმოადგინეთ შიდა გეგმარების დეტალური გადაწყვეტები. სახურავზე ქანდაკებების რეპლიკა დასაფიქრებელია“, – აღნიშნავს კომისიის ერთ-ერთი წევრი დოკუმენტში.

 

 

21 დეკემბერს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ კინოთეატრ „რუსთაველში“ „უკანონოდ დაწყებული სამუშაოების გამო“ კომპანიას 4 ათასი ლარით დააჯარიმებდა.

 

ახალი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით განაცხადი არქიტექტურის სამსახურში 11 ნოემბერს შევიდა. პროექტი ითვალისწინებდა როგორც ვიზუალურ, ასევე ფუნქციურ ცვლილებებსაც.


 

რეაბილიტაციის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობის ფუნქციები ასე უნდა გადანაწილებულიყო:

 

-1 სართული – კინოდარბაზი (104 ადამიანზე), მისი ვესტიბიული, სველი წერტილები, შენობის საინჟინრო და დამხმარე ფართები;

 

0 სართული – ცენტრალური კინოდარბაზი (ატრიუმში 165-170 ადამიანზე), ვესტიბიულში – კინომუზეუმი, კინობიბლიოთეკა კაფეს ფუნქციით და კინოდარბაზის წინ არსებული მცირე რესტორანი. ასევე სასტუმროს მიმღები და დამხმარე ფართები.

 

1; 2; 3; 4; 5 სართული – სასტუმროს 98 ნომერი და სასტუმროსთვის საჭირო დამხმარე ფართები, ერთი გამონაკლისით – მე-4 სართულზე დამატებული იქნება კინო-ბარი ლაუნჯი და ტერასა.


publika.ge


თეგები:
რუსთაველი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up