კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს კი, 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს კი, 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

access_time2019-11-09 18:45:55

კინოთეატრ „ამირანთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 21 პირის საქმის განხილვა გადაიდო ერთს კი, 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

 

ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქციის 21 მონაწილის საქმის განხილვა 11 დეკემბრისთვის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების გაცნობისთვის საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

 

ადმინისტრაციული სახდელი, 500 ლარი დაეკისრა მერაბ ჭიკაიძეს და იგი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო.

 

ასევე საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სასულიერო პირის ლევან ამირაჯების საქმე, რომელიც ასევე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და არ დაეთანხმა ადვოკატის შუამდგომლობას საქმის გადადების თაობაზე.


 

„არ მიგინებია, გაჩერდიო რომ მითხრეს, მაშინ არ დავემორჩილე და რომ მაწვებოდნენ, უნებურად ამათაც ვეჯახებოდი. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“, – განაცხადა ლევან ამირაჯებმა.

 

სასამართლოზე დაკითხულმა სამართალდამცველმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დაკავებული არ ემორჩილებოდა პოლიციელების მოწოდებას.

 

„შევნიშნეთ მამაკაცი, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს იგინებოდა და გამოხატავდა აგრესიულ ქმედებებს, ჩვენი მოწოდების მიუხედავად განაგრძობდა აღნიშნულ ქმედებას, რის შემდეგაც, იგი დაკავებულ იქნა”, – განაცხადა სამართალდამცველმა სასამართლო სხდომაზე.

 

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

1tv





ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up